„პენიტენციურ სისტემაში „ობშჩიაკი“ ვერც იქნება, თანხა მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ - სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს“

„პენიტენციურ სისტემაში „ობშჩიაკი“ ვერც იქნება, თანხა მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ - სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს“

access_time2022-07-11 16:30:12

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ქართულ ციხეებში არავითარი „საერთოს“ შეკრება, ანუ „ობშჩიაკი“ არ არის. აღნიშნულით ის არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს ეხმაურება.


როგორც ჭეიშვილი განმარტავს, ციხეებში ე.წ. ობშჩიაკი ვერ იქნება, ვინაიდან, იქ ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ.


„თქვენ მიერ ხსენებული საკითხები შეიძლება ითქვას, რომ უარყოფილია თავად ფაქტებით, ვიდრე იქამდე მივალ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია, მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. ფაქტები ცხადყოფს, რომ არავითარი საერთო, ანუ „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში ძალიან მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით, პატიმრებს არ აქვთ. იქ არის სპეციალური ბარათები, რომლითაც მათ შეუძლიათ კანონმდებლობით დაშვებული ნივთები შეიძინონ.


რაც შეეხება სხვადასხვა ნიშნებს, თუ მცდელობას, ვიღაცამ ვიღაცაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, როცა საუბარია მსგავს ნიშნებზე, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მყისიერად ატარებს ზომებს, რათა, თუ ეს ნიშნები არის, აღმოფხვრილი იყოს. მეორე მხრივ, როცა საუბარია ე.წ. სუბკულტურაზე, გეტყვით, რომ არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმები პენიტენციურ სისტემაში იმისათვის, რომ ნებისმიერი მიდრეკილება, ნებისმიერი მცდელობა პატიმართა შორის გარკვეული იერარქიის არსებობისა, იყოს დაზღვეული და გამორიცხული. ეს პირველ ყოვლისა, არის პატიმრის გადაყვანის მექანიზმი, პატიმართა რისკის ინდივიდუალური შეფასება და ა.აშ “,- აღნიშნა მან.


მისივე განმარტებით, ერთეული ფაქტებით სისტემურ პრობლემებზე არ უნდა ისაუბრონ.



„გამოწვევები არსებობს და გამოწვევები ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში არსებობს. რაც მთავარია, ცალკეული ინციდენტებით არ უნდა ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ სისტემური პრობლემაა ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ან ე.წ. ობშჩიაკის აკრეფა და ა.შ. „ობშჩიაკს“ როგორ დავადასტურებ, ფული, როგორც ასეთი, ციხეში - პენიტენციურ სისტემაში არ ტრიალებს. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, პენიტენციურ სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ჭეიშვილის თქმითვე, საქართველოს არც ერთ ციხეში პატიმრებს კონდიციონერები არ აქვთ.


„კონდიციონერთან დაკავშირებით ასევე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ საკანში არავითარი კონდიციონერის არსებობის ფაქტი არ დასტურდება. არის სპეციალური ოთახი - ჯანდაცვის პუნქტი, სადაც იმისათვის, რომ პრეპარატების შენახვა მოხდეს შესაბამის ტემპერატურაზე, დამონტაჟებულია კონდიციონერი. არავითარი კონდიციონერი და გაგრილების სისტემა ინდივიდუალურად და ექსკლუზიურად რომელიმე საკანში დღეს, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არ არის. რაც შეეხება „პარკეტს“, თითოეულ პატიმარს აქვს თავისი ლიმიტი, რომელიც ყოველთვიურად შეუძლია აითვისოს, თუ ამ თანხის ფარგლებში, მას მაღაზიაში შეუძლია შეიძინოს გარკვეული ნივთი, ან მასალა, რომლითაც თავადვე კეთილმოწყობას საკანს, ეს მისი უფლებაა. მათ შორის, მე-17 დაწესებულებაში როგორც ჩემთვისაა ცნობილი, გარკვეულ ეტაპზე ხელმისაწვდომი იყო ე.წ. ლამინატი. სავარაუდოდ, წესების დაცვით მოხდა შეძენა, თუმცა, ესეც გადასამოწმებელია“, - განაცხადა ჭეიშვილმა.


ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შევიდა პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესი, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს.


„შექმნილია შესაბამისი უწყებათშორისი ჯგუფი, ეს პატიმრობის ახალი კოდექსი და აღნიშნული ფორმატი იმისკენ იქნება ორიენტირებული, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღეს პრაქტიკაში შეიძლება მწვავედ იდგეს, პირველ ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე იქნეს აღმოფხვრილი, რასაც შემდეგ ეტაპზე მოჰყვება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გადასინჯვა, საუბარი მაქვს, ციხეების დებულებებზე და .ა.შ“, - განაცხადა ჭეიშვილმა.


„ინტერპრესნიუსი“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up