პენსია იზრდება, თუმცა პენსიონერი ღარიბდება

პენსია იზრდება, თუმცა პენსიონერი ღარიბდება

access_time2021-12-11 16:00:21

პენსიამ ხანდაზმულების ღირსეული სიბერე უნდა უზრუნველყოს, თუმცა, ყველგან ასე ვერ ხდება. ვერც საქართველოში, სადაც 800 ათასამდე საპენსიო ასაკის პირია. სახელმწიფო პენსია მართალია იზრდება, მაგრამ თანხა არა ღირსეული ცხოვრების, არამედ არსებობისთვის თუ არის საკმარისი.

მომავალი წლიდან ხანდაზმულთა პენსია იზრდება: 70 წლამ­დე ასა­კის პენ­სი­ო­ნე­რები ყოველთვიურად 260 ლარს მიიღებენ, 70 წლის ზემოთ – 300 ლა­რს. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისად, 312 ლარი და 360 ლარი გახდება. ზრდა პენსიების ინდექსაციას უკავშირდება, რაც ინფლაციის დონისა და ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით პენსიების მატებას მინიმუმ 20-25 ლარით გულისხმობს.

800 ათასამდე პირისთვის პენსიის გადასახდელად ბიუჯეტიდან 2.885 მი­ლი­არ­დი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა წლევანდელ მაჩვენებელს 285 მილიონით აღემატება და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 15% იქნება.

თითქოს ყველაფერი კარგად არის – საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის საარსებო შემოსავალი იზრდება. მართლაც ასე იქნებოდა, რომ არა მაღალი ინფლაცია და ლარის მკვეთრი გაუფასურება. სამომხმარებლო კალათაზე ფასების ზრდის ტემპი 13%-ს აღწევს – მაღაზიის თაროებზე გაზრდილი ფასები პენსიის მყიდველუნარიანობას მკვეთრად ამცირებს. შემოსავლები რეალურად ვერ იზრდება. 


როგორ შეიცვალა ხანდაზმულთა პენსია 2003-21 წლებში?

2003-04 წლებში საქართველოში ე.წ. ხანდაზმულთა პენსია 14 ლარს შეადგენდა, რაც დაახლოებით $7 იყო. 2005 წელს პენსია გაორმაგდა, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10, 17 და 25 ლარით გაიზარდა და, საბოლოოდ, 2008 წელს 70 ლარს მიაღწია – თანხა უკვე $42-ის ეკვივალენტი იყო. 


პენსიების ზრდასთან ერთად იზრდებოდა პროდუქციის ფასებიც.  თუ 2003 წელს 1 კგ ხორბლის პური მხოლოდ 79 თეთრი ღირდა, დღეს 1 კგ პურის საშუალო ფასი უკვე 2.4 ლარია. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ პურის საშუალო ფასი 18-წლიან პერიოდში 204%-ით არის გაზრდილი. ხორცის საშუალო საბაზრო ფასი 280%-ით ანუ 4-ჯერ გაიზარდა, ზეთის – 3-ჯერ. ამავე პერიოდში ხანდაზმულთა პენსია ჯამში 17-ჯერ გაიზარდა. 


რისი შეძენა შეგიძლიათ პენსიით?

2003 წელს პენსიონერის 14 ლარით შეიძლებოდა 17.7 კგ. პურის ან 2.8 კგ ძროხის ხორცის შეძენა. ან 2.9 კგ ქათმის ხორცის, 5.7 ლიტრი ზეთის, 14.8 კგ. შაქრის ან 14 ლიტრი ბენზინის შეძენა. 

2008 წელს პენსია 70 ლარი იყო. ეს თანხა უდრიდა: 52.6 კგ პურს, 9.3 კგ. ძროხის ხორცს, 9.9 კგ ქათმის ხორცს, 16.6 ლიტრ ზეთს ან 59.3 კგ შაქარს ან 43.7 ლიტრ ბენზინის.

2012 წელს პენსია გაიზარდა და 125 ლარი გახდა. საშუალო ფასებით ეს თანხა უდრიდა: 83.8 კგ პურს; 10.3 კგ. ძროხის ხორცს; 18 კგ ქათმის ხორცს; 33 ლიტრ ზეთს; 64.4 კგ შაქარს ან 56.8 ლიტრ ბენზინს.

2016 წელს 180 ლარით პენსიონერი შეიძენდა: 112.5 კგ. პურს; 14.5 კგ ძროხის ხორცს; 28.2 კგ ქათმის ხორცს; 47.4 ლიტრ ზეთს; 95.2 კგ შაქარს ან 108.4 ლიტრ ბენზინს.

2021 წელს პენსია კი გაიზარდა, მაგრამ იმაზე ნაკლები პროდუქციის შეძენა იყო შესაძლებელი, ვიდრე 2016 წელს. 240 ლარით და დღევანდელი საშუალო ფასებით პენსიონერი შეიძენს თვეში 100 კგ. პურს ან 12 კგ. ძროხის ხორცს; ან 29.8 კგ ქათმის ხორცს, 30.5 ლიტრ ზეთს; 93.7 კგ. შაქარს ან 86.9 ლიტრ ბენზინს. 


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up