პენსიებს 7 წელი ისევ „ლიბერთი“ დაარიგებს - 105–მილიონიანი სუბსიდირება, შემცირებული განაკვეთი და უკონკურენტო ტენდერი

პენსიებს 7 წელი ისევ „ლიბერთი“ დაარიგებს - 105–მილიონიანი სუბსიდირება, შემცირებული განაკვეთი და უკონკურენტო ტენდერი

access_time2022-05-30 10:00:47

ოცწლიანი უკონკურენტო მუშაობის შემდეგ, 2023 წლიდან პენსიებს ისევ „ლიბერთი ბანკი“ დაარიგებს. 11 მაისს გამოცხადებულ 105 მილიონ ლარიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო. სახელმწიფო შესყიდვას ახლა შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტენდერის ერთადერთი მონაწილე „ლიბერთია“, საქართველოს მთავრობა ხელშეკრულებას სწორედ მასთან გააფორმებს. გარდა ამისა, სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მლნ ლარით დაასუბსიდირებს პენსიის დარიგების მომსახურებას, რასაც აქამდე არ აკეთებდა.


პენსიების გაცემის ახალ ტენდერში პირობით განსაზღვრულია ის საპროცენტო განაკვეთიც, რომლითაც საპენსიო სესხები უნდა გაიცეს. ეს განაკვეთი დგინდება თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან, რაც ახლა 10.8%-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასნამატი კი 15%-ია. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი 25.8%–ს არ უნდა აჭარბებდეს, ეს მაშინ, როდესაც დღეს ის საშუალოდ 35%-ია.


პენსიების დარიგების ოცწლიანი ისტორია


2004 წელს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ღია, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პენსიებისა და დახმარებების გაცემის საბანკო მომსახურების შესასყიდად, ანუ იმ დაწესებულების გამოსავლენად, რომელიც სახელმწიფო პენსიებსა და დახმარებებს დაარიგებდა. საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე განაცხადი მხოლოდ „ინტელექტბანკი“, რომელიც მანამდე მთავარი კონტრაქტორი იყო და „საქართველოს სახალხო ბანკმა” (ახლანდელმა „ლიბერთი ბანკმა“) გააკეთეს. თუმცა შემდეგ „ინტელექტბანკმა” სატენდერო წინადადება აღარ წარმოადგინა, შესაბამისად „სახალხო ბანკი” უალტერნატივოდ დარჩა და გაიმარჯვა.


სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე მაშინ ამბობდა, რომ ტენდერში „სახალხო ბანკის“ გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგანაც ამ კუთხით მხოლოდ მას გააჩნია ყველაზე უფრო მეტი ფილიალი, თან ყველა რაიონში და ყველაზე უფრო განვითარებული სტრუქტურა. თავდაპირველი ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2004 წლის 15 სექტემბერს და მოქმედებდა 2006 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა შემდეგ წლებშიც ბანკი უალტერნატივო იყო.


„სახალხო ბანკი” ამ ტენდერში გამარჯვებამდეც აწარმოებდა პენსიებისა და დახმარებების გაცემას. წინა ტენდერში, რომელიც ფონდმა 2001 წელს გამოაცხადა, „ინტელექტბანკმა” გაიმარჯვა. იმის გამო, რომ „ინტელექტბანკს” არ გააჩნდა ფილიალიზაციის საკმარისი ქსელი, საკითხის დასარეგულირებლად მან ქვეკონტრაქტორები „სახალხო ბანკი“, „ბანკი რესპუბლიკა“ და „საქართველოს ფოსტა“ აიყვანა. „სახალხო ბანკს“ ბევრი ფილიალი ჰქონდა რეგიონებში, „საქართველოს ფოსტა” კი კლიენტებს ბინაზე ემსახურება. თუმცა, პენსიების გაცემის პროცესში უამრავი დარღვევა აღინიშნებოდა და ფონდმა ასეულ ათასობით ლარის საჯარიმო სანქცია გაატარა, მათ შორის საუბარი იყო რომ პენსიების ადგილზე მიტანა ხშირად არაოფიციალური ანაზღაურების ხარჯზე ხდებოდა.


„სახალხო ბანკი” პენსიების დარიგება 2002 წლიდან აწარმოებს. ცვლილებები სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო, პენსიონერებს ეხსნებოდათ ანგარიში სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ წარდგენილი სიების საფუძველზე. ყოველი პენსიონერი მიმაგრებული იყო კონკრეტული რაიონის სერვის-ცენტრზე. 2003 წლის ივლისში „სახალხო ბანკმა” ექსპერიმენტის სახით, ქუთაისის პენსიონერთათვის რამდენიმე ასეული პლასტიკური ბარათი - „სახალხო ბარათი“ დაამზადა.



2010 წელს კი ბაზარზე ბანკმა უალტერნატივო პროდუქტი „საპენსიო სესხი” გამოიტანა. სესხი საპენსიო უზრუნველყოფით გაიცემოდა და წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 პროცენტი იყო. პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიანი სესხის გაცემა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, სოციალურ ქსელშიც უამრავი მაგალითი ქვეყნდება თუ როგორ უწევთ წლების განმავლობაში პენსიონერებს სესხის პროცენტის დაფარვა. „ლიბერთი ბანკი“, ეროვნული ბანკი და მთავრობა განმარტავდა, რომ პროცენტის შესამცირებლად რისკის დაზღვევაა საჭირო, ამას კი საკუთარ თავზე არც სახელმწიფო და არც კერძო კომპანია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, არ აიღებდა. სწორედ ეს გახდა ახალი, განსხვავებული ტენდერის გამოცხადების მიზეზი.



ახალი სატენდერო პირობები და ბანკებისთვის მიუღებელი შეთავაზება


ახალი ტენდერის პირობები ძალაში 2023 წლის 1–ლი იანვრიდან შევა და 2029 წლის 1–ელ იანვრამდე იქნება. საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ დაადგინა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი უნდა შერჩეულიყო.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში ბანკები ორი კრიტერიუმის მიხედვით უნდა შერჩეულიყო. პირველი კრიტერიუმი ეხებოდ პენსიის დარიგების ღირებულებას და მისი ხვედრითი წონა 30%-ია, ხოლო მეორე კრიტერიუმი შეეხება საპროცენტო განაკვეთის ინდექსს და მისი წონა შეფასების დროს 70% იქნება. ირკვევა, რომ წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა (TIBR6M) და 15 პროცენტული პუნქტის ჯამურ ოდენობას - საუბარია 10.8 % +15 % = 25.6 %-ზე. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში 43.55%-დან 30.69%- მდე შემცირდა. ხელშეკრულებაში წერია, რომ დაუშვებელია „ბენეფიციარისათვის“ ისეთი დამატებითი ხარჯის დაკისრება, რომელიც შინაარსობრივად ფინანსურ ხარჯს წარმოადგენს.


ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იმედოვნებდა, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნებოდა, რაც უზრუნველყოფდა პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას, მაგრამ ტენდერში მონაწილეობის სურვილი, მხოლოდ „ლიბერთი ბანკმა“ გამოთქვა.


რატომ არ დაინტერესდნენ სხვა ბანკები აღნიშნული ტენდერით, დარგის ექსპერტები განმარტავენ, რომ ბიზნესის თვალსაზრისით მიუხედავად 15 მილიონიანი სახელმწიფო სუბსიდირებისა, რომელიც ისევ გადამხდელების ჯიბიდან ამოღებული ფულია, ტენდერი ბანკებისთვის მაინც არამომგებიანია, რადგან ახალ ბანკს სიტემის აწყობა და ფილიალების დამატება მოუწევდა. 


„ლიბერთი ბანკში“ კი აღნიშნავენ, რომ მათი უპირატესობა ისაა, რომ პენსიონერებს 400-ზე მეტი ფილიალი და 100-მდე მობილური სერვის ცენტრი ემსახურება 1,300-მდე სოფელსა და 64 მუნიციპალიტეტს. მათ შორის 1,100 სოფელი, რომლებსაც დღეს ლიბერთი ემსახურება, მინიმუმ 5 კილომეტრით არის დაშორებული უახლოეს რაიონულ ცენტრს. ბანკში იმასაც განმარტავენ, რომ თუკი სახელმწიფო პენსიების გაცემის მომსახურების ღირებულებას არ დაადგენდა, მაშინ ბანკი, სავარაუდოდ, უფასოდ პენსიების გაცემას აღარ გააგრძელებდა და ტენდერში მონაწილეობაზე უარს იტყოდა.


საპენსიო ტენდერში გამარჯვებულისთვის ეროვნულმა ბანკმაც განახორციელა ცვლილებები. სებ-მა საპენსიო სესხებზე კაპიტალის რისკის წონა 75%-დან 35%-მდე შეამცირა და ამის მთავარ მოტივატორად საპენსიო ტენდერში კონკურენციის გაზრდა დააასახელა. ეროვნული ბანკში განმარტავს, რომ ამ ცვლილების შედეგად, კომერციულ ბანკს საპენსიო სესხის გაცემა გაუიაფდება.


უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის ღირებულების საპენსიო სესხი უკვე 35%-ად აქვს აღებული. 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 794 ათასი ადამიანი, საარსებო შემწეობას კი 652 ათასი ადამიანი იღებს, რომლებიც  მომავალი, 2023 წლიდან პენსიას ახალი სატენდერო პირობებით, ახალი საპროცენტო განაკვეთით და ძველი ბანკით მიიღებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up