ამერიკულმა კომპანია PepsiCo Inc-მა რუსეთში Pepsi-ს, 7UP-სა და Mountain Dew-ის წარმოება დაპირებიდან ექვსი თვის შემდეგ შეწყვიტა.
Reuters-მა მოსკოვში ათობით სუპერმარკეტი, საცალო მაღაზია და სპორტული დარბაზი გადაამოწმა და სადაც აღმოჩინა, რომ PepsiCo Inc-ს პროდუქცია ისევ იყიდებოდა, რომელთა წარმოების თარიღები ივლისსა და აგვისტოში იყო მითითებული.
Pepsi-ს პროდუქტის წარმოების ბოლო თარიღი 17 აგვისტოა.
Reuters-თვის გაკეთებულ კომენტარში, ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში PepsiCola-ს, Mirinda-ს, 7Up-ის და Mountain Dew-ის წარმოება უკვე შეწყვიტა.
„რუსეთში ყველა სახის კონცენტრატი ამოიწურა და წარმოება შეწყდა“, – განაცხადეს კომპანიაში 8 სექტემბერს. ეს იყო პირველი საჯარო კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც კომპანიამ მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ აჩერებს წარმოებას, გაყიდვებს, აქციებს და რეკლამას რუსეთში.