ამერიკულმა კომპანია PepsiCo-მ გადაწყვიტა შეცვალოს თავისი მთავარი სასმელის Pepsi-ს ლოგო და დაუბრუნდეს კლასიკურ წრეში მოქცეულ წითელ, თეთრ და ლურჯ ტალღოვან ხაზებს, რომელიც 1950-იანი წლებიდან 2008 წლის რებრენდინგამდე გამოიყენებოდა. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.
Pepsi-ს წარწერა თეთრ ზოლზე შავი იქნება და არა ლურჯი, როგორც 90-იან წლებში იყო, ან თეთრი, როგორც - ბოლო ათწლეულებში.
ახალი ლოგოთი და ვიზუალით Pepsi 2023 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 2024 წელს ახალი ლოგო გლობალურად იქნება გამოყენებული.