PepsiCo რუსეთის ბაზრისთვის სპეციალური სასმელების შექმნას გეგმავს

PepsiCo რუსეთის ბაზრისთვის სპეციალური სასმელების შექმნას გეგმავს

access_time2022-04-07 10:40:14

სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი რუსეთში, PepsiCo, იკვლევს განვითარების შესაძლებლობას სათაო ოფისის გადაწყვეტილების შემდეგ, შეაჩეროს Pepsi, Mirinda და 7UP-ის გაყიდვები ქვეყანაში. განიხილება ახალი პროდუქტების შექმნა სხვადასხვა სახელწოდებით სხვადასხვა შეფუთვით, ასევე ადგილობრივი ბრენდების გაფართოება. 


PepsiCo-ს პრეზენტაციაში აღნიშნულია გაზიანი სასმელების აღწერა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს Pepsi, Mirinda და 7Up ბრენდები რუსეთში. სლაიდზე ნაჩვენებია New Cola პროდუქტის რვა სახეობა. ასევე სასმელები ფორთოხლის და ლიმონი-ცაცხვის არომატით Fruitz-ის ბრენდის ქვეშ იქნება. პრეზენტაციიდან ცნობილი ხდება რომ იგეგმება ადგილობრივი ბრენდის «Русский дар»-ის ასორტიმენტის გაფართოება.


9 მარტს ამერიკულმა PepsiCo-მ გამოაცხადა რუსეთში Pepsi, Mirinda და 7Up ბრენდების წარმოების და გაყიდვების შეჩერა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის გამო. იმავე დღეს, კომპანიის რუსულმა ოფისმა პარტნიორებს აცნობა, რომ სამი დღით შეწყვეტდნენ ამ პროდუქციის შეკვეთების მიღებას და დაამატეს, რომ ეძებენ სხვა გზებს.


„კომერსანტის“ წყაროს თანახმად, პრეზენტაცია აშკარად ეხება რუსეთის ფედერაციაში კომპანიის გაზიანი სასმელების კატეგორიის განვითარების ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს. როგორც გამოცემის თანამოსაუბრე აღნიშნავს, ამ დროისთვის, PepsiCo-ს ადგილობრივ ქარხნებს შესაძლოა ჰქონდეთ ნედლეულის მარაგი Pepsi-ს, Mirinda-სა და 7Up-ის ჩამოსასხმელად რამდენიმე თვის განმავლობაში.



Famous Amazing Brands-ის (Vanilla Flight და Anarchy სასმელები) ერთ-ერთი დამფუძნებელი ანტონ სტელმაკოვი აღნიშნავს, რომ PepsiCo-ს ასევე შეუძლია შეცვალოს სასმელების რეცეპტი ისე, რომ ახალი პროდუქტები არ იყოს ასოცირებული წარსულ ბრენდებთან. 


Euromonitor International-ის მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისისთვის PepsiCo-მ რუსული გამაგრილებელი სასმელების ბაზრის 5.2% დაიკავა, Coca-Cola იყო ლიდერი 6.2% წილით. NielseIQ-ის თანახმად, 2021 წელს, გაზიან სასმელებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, პეპსის ბრენდის წილი FMCG ბაზარზე ჯამური ბრუნვით 5,76 ტრილიონი რუბლი შეადგინა და გაიზარდა 0,4%-დან 0,5%-მდე, კოკა-კოლას ბრენდის წილი კი 0,8%-დან 0,9%-მდე გაიზარდა.


Coca-Cola-მ 8 მარტს გამოაცხადა რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ, ასევე უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ფონზე. Coca-Cola სასმელების მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა HBC-მ, თავის მხრივ, აცნობა ადგილობრივ მომხმარებლებს მარტის შუა რიცხვებიდან Coca-Cola-ზე ფასების 15-30%-იანი ზრდის შესახებ. კომერსანტის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, Coca-Cola HBC აგრძელებს გაზიანი სასმელების მიწოდებას, როგორც ადრე. 


kommersant.ru

თეგები:
PepsiCo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up