პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. დინა ბოლუარტემ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ფიცი უკვე დადო.
ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილო დაკავებულია. მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, 7 დეკემბერს, სატელევიზიო მიმართვისას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ოპოზიციური უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტის დაშლასა და კონგრესის „განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით“ ჩანაცვლებას შეეცადა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის წევრების ნაწილმა მინისტრთა კაბინეტი დაყოვნებლივ დატოვა. საკონსტიტუციო სასამართლომ კი პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით დეპუტატები საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ და 101 ხმით ექვსის წინააღმდეგ კასტილოს იმპიჩმენტი გამოუცხადეს, რის შემდეგაც ის ამბოხში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.