20 იანვარს პერუში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს 58 ადამიანი დაშავდა. ბევრი მათგანი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვისენტე რომერომ განაცხადა, ქვეყნის სამხრეთ პუნოს რეგიონში, დაახლოებით 1,500 მომიტინგე თავს დაესხა პოლიციის განყოფილებას. ლიმაში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პერუს ომბუდსმენის მოხსენების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციების შედეგად 58 ადამიანი დაშავდა.
დემონსტრაციები პერუში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები პრეზიდენტ დონა ბოლუარტეს გადადგომას, პარლამენტის დათხოვნას, საკონსტიტუციო ცვლილებებსა, ვადამდელ არჩევნებს და ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილიოს გათავისუფლებას ითხოვენ.