რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "დღეს ნამდვილ რუსს არ შეიძლება რცხვენოდეს, რომ ის რუსია. ვისაც ასეთი განცდა აქვს, ის რუსი არ არის და ჩვენთან ერთად ვერ იქნება". ამით პესკოვმა რუსეთისადმი სიყვარულზე თეოდორ დოსტოევსკის ციტატის პერიფრაზი გააკეთა.
მისივე თქმით, მსოფლიოში რუსოფობიური განწყობების გავრცელება სახიფათოა. აღნიშნული განცხადებები პესკოვმა პრეს–ქოლზე გააკეთა.
„იმედი გვაქვს, ქვეყნების მთავრობები კარგ ნიადაგს არ შეუქმნიან რუსოფობიას“, – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტს დაავალა, გენპროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს მიმართონ თხოვნით, შესაბამისი ზომები გაატარონ კომპანია META-ს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა დროებით დაუშვა სიძულვილის ენა რუსეთის მთავრობასა და სამხედროებთან მიმართებაში.
rbc.ru