პესკოვმა რუსულ ჯარში ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აღიარა

პესკოვმა რუსულ ჯარში ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აღიარა

access_time2022-04-07 23:30:04

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა SKY NEWS-თან ინტერვიუში რუსულ ჯარში მნიშვნელოვანი დანაკარგები აღიარა. პარალელურად არსებული მტკიცებულებების საწინაააღმდეგოდ მან ყველა ბრალდება, მათ შორის მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვა და ბუჩაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა უარყო.

 

SKY NEWS-ის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთისთვის შურაცხყოფა ის დანაკარგები, რასაც რუსეთი ომში განიცდის, პესკოვმა აღნიშნა, რომ ,,ეს არის არასწორი გაგება იმისა, რაც ხდება“.

 

კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, რომ ქვეყნის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

 

,,ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

 

ამასთან, მისი თქმით, "მარიუპოლი ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლდება“ და სამშობიარო სახლის დაბომბვა, რომელმაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, ყალბი იყო.


მანვე დასძინა, რომ განადგურებულ ქალაქ ბუჩაში შექმნილი ვითარება, სადაც სულ მცირე 300 ადამიანი დაიღუპა, "კარგად დადგმული ინსინუაციაა, სხვა არაფერი".


 

,,ეს თამამი სიყალბეა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ რამდენიმე დღეა, მაგრამ არავინ გვისმენს. ბუჩას სცენები იყო "შეთქმულება" , - აღნიშნა პესკოვმა.

 

კრემლის პრესსპიკერმა ინტერვიუში გააკრიტიკა ბორის ჯონსონიც და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ქმედებებს რუსეთთან მიმართებაში ,,ხმამაღალი რიტორიკა უწოდა“.

 

მან აღნიშნა, რომ ჯონსონისგან მსგავსი მიდგომა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაინახეს.

 

,,რუსეთთან მიმართებაში ოპერაციის დაწყების დღიდან მისი რიტორიკა ხმამაღალია. ასე რომ, ჩვენი გაგებით, ის არ არის კონსტრუქციული თავის დამოკიდებულებაში. ჩვენ არასოდეს მოგვისმენია მსგავსი რიტორიკა ბორის ჯონსონისგან ბოლო რვა წლის განმავლობაში, თუნდაც მაშინ, როდესაც დონბასში ხალხი დაიღუპა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ, როდესაც ისინი მძიმედ დაბომბეს“, - განაცხადა პესკოვმა.

 

კრემლის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო კონფრონტაციისთვის შეიქმნა და ალიანსის მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის კონფრონტაციაა.

 

ამასთან, მისი თქმით, სანქციები, რომელი მათ დაუწესდათ ეგზისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ბოლო ათეული წლებია მის ქვეშ ცხოვრობენ და ამ მდგომარეობას უკვე შეეჩვივნენ.

 

,,ჩვენ დავიწყეთ ამ სანქციებისთვის მომზადება ერთი წლის წინ. ასე რომ, ახლა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ფეხზე დგას და საკმაოდ კარგად ვართ“, - განაცხადა პესკოვმა.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up