პეტრას აუსტრევიჩუსი - აგრესორი პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს გზავნილი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყნებთან საქმის დაჭერისას არ ექნება კარტბლანში

პეტრას აუსტრევიჩუსი - აგრესორი პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს გზავნილი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყნებთან საქმის დაჭერისას არ ექნება კარტბლანში

access_time2022-03-08 12:30:00

ნამდვილად ცხადი უნდა იყოს გზავნილი აგრესორი პუტინისთვის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყნებთან საქმის დაჭერისას არ ექნება კარტბლანში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.


კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ევროკავშირისგან კარგი პოლიტიკური გზავნილი იქნება, რომ სამ ასოცირებულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასოცირებულები არიან და წევრობის მიმართულებით მოძრაობენ.


„ეს მარტივია, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაში წერია, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად ძლიერია პოლიტიკური სოლიდარობის ემოცია. ნამდვილად ცხადი უნდა იყოს გზავნილი აგრესორი პუტინისთვის, ეს ქვეყნები ჩვენი მომავალი წევრები არიან და უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნებთან საქმის დაჭერისას არ გექნებათ კარტბლანში, რომ როცა მოგინდებათ, წაიღებთ, როცა მოგინდებათ, დააშინებთ, განახორციელებთ კიბერთავდასხმას ამ ქვეყნებზე. ეს იმის მსგავსია, როდესაც ქუჩაში დიდ, გაბრაზებულ კაცს ეუბნები, რომ არ შეეხო, ეს ჩემი მეგობარია, თუ თავს დაესხმები, ჩემთან გექნება საქმე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.



მისივე თქმით, არ შევა განხილვაში, როდის შეიძლება წევრობის მიღწევა და როდის იქნება სტატუსი გარანტირებული.


„დისკუსიებს გარკვეული დრო სჭირდება, გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებას არ გადავხედოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი ემოციური ურთიერთგაგებიდან და ამ ქვეყნების მიმართ ემპათიიდან იწყება“, – დასძინა პეტრას აუსტრევიჩუსმა.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up