პეტრე კანკავა: „მომავალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მათი დიდი ნაწილი ჭიათურას ესტუმრება“

პეტრე კანკავა: „მომავალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მათი დიდი ნაწილი ჭიათურას ესტუმრება“

access_time2022-09-16 17:20:00

ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალს Adventure 2022 მასპინძლობს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


Adventure 2022 დღეს, ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალია პატარიძემ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ფესტივალი მხარდამჭერმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა.



სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორის მოადგილემ. პეტრე კანკავას განცხადებით, ჭიათურას საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ამაში კი, თავის წვლილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც შეიტანს, რომელსაც იმერეთის რეგიონში და ზოგადად, მთელს საქართველოში ჩამომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
,ჭიათურისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. მიხარია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საერთაშორისო ტურისტული ფესტივალის მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტურისტები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლებენ და მომავალ წელს ჩვენ მილიონზე მეტს მგზავრს ველოდებით, მათი დიდი ნაწილი ჩამოვა ჭიათურაში და დაათვალიერებენ ამ უნიკალურ ლანდშაფტს, კულტურული მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებს და ამით მეტი შემოსავალი გაუჩნდება რეგიონს,“-განაცხადა პეტრე კანკავამ.




საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და მისი ქვე-ბრენდის Imereti Tour-ის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. სამი დღის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში ჩაერთონ.




თეგები:
Adventure 2022



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up