ბრაზილიურმა სახელმწიფო ნავთობგაზისა და ნავთობქიმიის კომპანიამ Petroleo Brasiliero SA (Petrobras) 2021 წლის მონაცემებით 17,4-ჯერ გაზარდა სუფთა მოგება, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 19,88 მლრდ დოლარი შეადგინა.
2021 წლის მონაცემმა თითქმის ორჯერ გადააჭარბა პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს, მაშინ როცა კომპანიას რეკორდული მაჩვენებლები ჰქონდა.
Petrobras-ის ცნობით, შემოსავლების ზრდა 70%-ით განპირობებულია Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასის ზრდით, ასევე შიდა ბაზარზე გაყიდვების მოცულობის გაზრდითა და ნავთობპროდუქტების რენტაბელობის გაზრდით.
ამასთან, 2021 წლის კორექტირებულმა EBITDA-მ შეადგინა 43,56 მლრდ დოლარი, რაც 1,5-ჯერ მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. შემოსავლები კი გაიზარდა 1,6-ჯერ 84 მლრდ დოლარამდე.
2021 წელს ბრაზილიურმა კომპანიამ 2,77 მლნ ბარელი მოიპოვა დღე-ღამეში, რაც გეგმის შესაბამისია, თუმცა 2,5%-ით ჩამორჩება 2020 წლის მაჩვენებელს, როცა რეკროდულ 2,84 მლნ ბარელს მოიპოვებდა დღე-ღამეში.
bpn.ge