Pew Research: პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერი გახდა

Pew Research: პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერი გახდა

access_time2022-06-23 22:00:00

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერი გახდა. Pew Research Center-ის მიერ თვრამეტ ქვეყანაში, პოლონეთიდან ვიდრე ავსტრალიამდე, ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 9%-ი ეკიდება დადებითად რუსეთის პრეზიდენტს; გამოკითხულთა 90%-ისთვის კი პუტინის პოლიტიკა სრულიად მიუღებელია. ოცი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ეს არის პუტინის საერთაშორისო მხარდაჭერის მაქსიმალური ვარდნა საზოგადოებრივი აზრი არ არის შესწავლილი რუსეთში.


მაგალითისთვის, აშშ-ში პუტინს დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 6% აფასებს, ხოლო 77% -ი უკიდურესად უარყოფითად არის განწყობილი მის მიმართ. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 14 და 85 პროცენტს შეესაბამება.


ასევე დაეცა მთლიანად რუსეთის რეიტინგი: გამოკითხულთა 85% ადასტურებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას მის მიმართ. ანტირუსული განწყობები განსაკუთრებით თვალშისაცემში პოლონეთში: იქ გამოკითხულთა 97%-მა გამოხატა უარყოფითი ან უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამერიკელთა 92%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ (69% - უკიდურესად უარყოფითი). ისეთ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, რუსეთისადმი ნდობის დონე 2020 წელს 48 პროცენტიდან 14%-მდე დაეცა. მალაიზია ყველაზე ნაკლებად უარყოფითად აღმოჩნდა განწყობილი რუსეთის მიმართ, სადაც კვლევის მონაწილეთა მხოლოდ ნახევარმა აღიარა ქვეყნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ხოლო პუტინის რეიტინგი მალაიზიაში უფრო მაღალია, ვიდრე თავად რუსეთისა.



შემცირდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი ნდობაც: გერმანიაში მოსახლეობის მხოლოდ 64% უჭერს მხარს ბაიდენის პოლიტიკას, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 78%-ს შეადგენდა. ევროპელები, რომლებიც მხარს უჭერენ ბაიდენს, კვლავ უმრავლესობაში არიან. კვლევაში მონაწილე ყველა ქვეყანაში, ისრაელის გარდა, ბაიდენის მხარდაჭერის ამჟამინდელი დონე კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე მხარდაჭერა აშშ-ს წინა პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა მისი მმართველობის დროს.


ევროპელი ლიდერებიდან გამოკითხულთა 62% იწონებს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის საქმიანობას, თუმცა შოლცი ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე მისი წინამორბედი ანგელა მერკელი. რაც შეეხება ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 18% აფასებს.


www.radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up