Pfizer დუბლინის ქარხანაში, წარმოების გაფართოების მიზნით 1.2 მილიონი ევროს განხორციელებას აპირებს - ამის შესახებ ინფორმაციას 1prime.ru ავრცელებს. მათივე ცნობით ეს ნაბიჯი ძირითადი კომპონენტების წარმოების სიმძლავრეებს გააორმაგებს.
გასულ წელს კომპანიამ დუბლინის ქარხანაში covid 19- ის ვაქცინისთვის ინგრედიენტების წარმოება დაიწყო.
ეს ინვესტიციები არ არის COVID-ის საწინააღმდეგო და განკუთვნილია ლიცენზირებული და დამუშავების პროცესში მყოფი წამლებისთვის. ისინი ხელს შეუწყობენ ამ ობიექტის მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას, - აღნიშნა Pfizer-ის გლობალური მიწოდების დირექტორმა მაიკ მაკდერმოტმა.
კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი 400-500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და დაამატებს ახალ საწარმოო ქარხანას, რომელიც დასრულდება 2027 წელს.
თაკო კვაჭანტირაძე