Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მხოლოდ ვაქცინების გაყიდვით 2021 წელს 24,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მხოლოდ ვაქცინების გაყიდვით 2021 წელს 24,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

access_time2022-03-22 11:20:00

კოროვირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ ბევრ ადამიანს შეექმნა ფინანსური სირთულეები. მაგრამ ეფექტური ვაქცინის მოთხოვნით, ბევრმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ისარგებლა.

ამის ერთ-ერთი მაგალითია Pfizer Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა, რომელმაც 2021 წელს 24.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

CNBC-ის მონაცემებით, Pfizer-ის მოგება გასულ წელს, COVID-ის ვაქცინის გავრცელების წარმატების გამო გაორმაგდა. ამან აღმასრულებელ დირექტორს საშუალება მისცა 15%-ით მეტი გამოემუშავებინა, ვიდრე წინა წელს.

CNBC-მა 2021 წლის ბურლას ხარჯებიც გამოაქვეყნა:

13.2 მილიონი დოლარი - აქციები და ოფციები
1,69 მილიონი დოლარი - წლიური ხელფასი
8 მილიონი დოლარი - პრემია
1,38 მილიონი დოლარი - კომპენსაცია
336 000 დოლარო - სახლის უსაფრთხოება
60 000 დოლარი - მგზავრობა
თავმჯდომარის ხელფასი 26-ჯერ აღემატება Pfizer-ში მომუშავე საშუალო თანამშრომელს. Bourla ასევე ფლობს თითქმის 597,000 აქციას კომპანიაში, რომლის ღირებულება 32 მილიონ დოლარზე მეტია. თუ კომპანია გაყიდის და ბურლა შეიცვლება, მას ასევე აქვს 113 მილიონი დოლარის მოთხოვნის უფლება.


ბურლა Pfizer-ს 1993 წელს შეუერთდა. მას წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის იყო მთავარი ოპერაციული ოფიცერი.

გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Pfizer-ის საოპერაციო ზრდა 2021 წელს 92%-ით მეტი იყო 2020 წელთან შედარებით, რის შედეგადაც 81.3 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. კომპანია პროგნოზირებს, რომ მისი შემოსავალი წელსაც გაიზრდება.

Pfizer ამჟამად ავითარებს აბს კორონავირუსის სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია როგორც Paxlovid. მოსალოდნელია, რომ მკურნალობა მოიტანს მინიმუმ 22 მილიარდ დოლარს თავდაპირველ შემოსავალში.

bpn.ge



თეგები:
Pfizer



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up