Pfizer-ის რეგიონული მენეჯერი: სრული პასუხისმგებლობით გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში კერძო სექტორისთვის ვაქცინების მიწოდება არ იგეგმება - გამორიცხულია

Pfizer-ის რეგიონული მენეჯერი: სრული პასუხისმგებლობით გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში კერძო სექტორისთვის ვაქცინების მიწოდება არ იგეგმება - გამორიცხულია

access_time2021-02-08 13:50:00

კომპანია Pfizer-ი ადასტურებს, რომ ვაქცინას მიაწვდის მხოლოდ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს, და დარწმუნებულია, რომ აქვს საკმარისი მარაგი. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

„სრული პასუხისმგებლობით გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში კერძო სექტორისთვის ვაქცინების მიწოდება არ იგეგმება - გამორიცხულია!“ - განაცხადა ბენ ოსბორნმა, Pfizer-ის რეგიონულმა მენეჯერმა გაერთიანებულ სამეფოში, მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ Pfizer/BioNTech ვაქცინა დაამტკიცა.

„ჩვენ ასევე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მხოლოდ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს მივაწოდოთ ვაქცინა“, - დაამატა ოსბორნმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ Pfizer-ის მიწოდების ჯაჭვი საკმარისად უსაფრთხოა, რათა გამოირიცხოს ვაქცინის უკანონო „გაჟონვა“ კერძო ბაზარზე. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელთა თანახმად, კომპანიების მხრიდან ვაქცინების კერძო მოხმარებისთვის გაყიდვის სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, ყიდვის მსურველები მაინც რიგის ბოლოში აღმოჩნდებიან, ანუ ქვეყნებისა და სახელმწიფოების უკან, რომელთაც წინასწარ უკვე შეუკვეთეს მილიონობით დოზა. სამთავრობო შეკვეთების გვერდის ავლით კერძო კლინიკებისა თუ საავადმყოფოებისთვის ძვირფასი მარაგის გადამისამართება მწარმოებელთა მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, შესაბამისი რეგულაციებით იკრძალება ღია ბაზარზე ვაქცინების გაყიდვა.

კერძო კლინიკების უმრავლესობას არც აქვს იმედი, რომ შეძლებს კორონავირუსის ვაქცინაციის შეთავაზებას - სულ მცირე, სანამ ეროვნული ჯანდაცვის სამსახური არ დაასრულებს საზოგადოებრივი პროგრამის პირველ ფაზას, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტი ენიჭება 50 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს, სოციალურ მუშაკებს და ისეთი დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც მათ, COVID-19-ის მწვავე სიმპტომების გათვალისწინებით, მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. ექიმთა დამოუკიდებელი ფედერაციის პრეზიდენტი, ლონდონის პორტობელო კლინიკის ოჯახის ექიმი მილ ჰოტონი აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში კიდევ მრავალი თვის განმავლობაში კერძო გზებით ვაქცინის კანონიერად შეძენის პერსპექტივის გაჩენა მისთვის „შოკისმომგვრელი“ იქნებოდა. რაც შეეხება Pfizer ვაქცინას, - რომელიც ინახება -70 გრადუსზე, ხოლო ტრანსპორტირებისას აუცილებელია მისი მოთავსება მშრალ ყინულში, გამოყენება კი სავალდებულოა 5 დღის განმავლობაში საყინულიდან ამოღების შემდეგ, - ჰოტონი აცხადებს, რომ კერძო კლინიკების უმრავლესობა „არც ისე დიდი ზომისაა, რის გამოც ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის გარეშე ლოგისტიკის საკითხები განსაკუთრებით რთული გადასაჭრელი იქნება“.

ლონდონის კერძო კლინიკის Harley Street დამფუძნებლის, მარკ ალის განცხადებით, მას ყოველდღე ურეკავენ პაციენტები ერთი კითხვით: როდის იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის ვაქცინა? ალი გამოთქვამს იმედს, რომ მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინების ნაწილი შეიძლება მოხვდეს კერძო სექტორში: „ჩემი აზრით, ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სამოქალაქო უფლებების გამოყენება“, - აცხადებს ალი, თუმცა იქვე ამატებს, რომ „თუკი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს კანონით დაუშვებელია კერძო სექტორში, მაშინ ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით ამას“.


დოქტორი ჰოტონი ვარაუდობს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება კერძო სექტორისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ჯანდაცვის სამსახური დაასრულებს მოსახლეობის დაახლოებით 40-5-%-ის ვაქცინაციას. იგი ასევე მიუთითებს ვაქცინებზე ბავშებისთვის, რომლებზეც კერძო სექტორს ხელი არ მიუწვდება, რადგან ეს ვაქცინები ეროვნული პროგრამის შემადგენელი ნაწილია. უფრო შორეულ მომავალში, პანდემიის დასრულების შემდეგ, კორონავირუსის ვაქცინაციის რეჟიმი უბრალო გრიპის ვაქცინაციის რეჟიმს დაემსგავსება: 50 წლამდე ასაკის ჯანმრთელი პირები კერძო სექტორში ეძებენ ვაქცინას, რადგან ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის სისტემაში ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის. ვაქცინების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლის თანახმად, ინდუსტრიაში არსებობს შიში ვაქცინის ყალბი, არალიცენზირებული ასლების შექმნასთან და შავ ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ავტორიზებული მარაგიც კი შეზღუდულია, კერძო პირებისა თუ მხარეების მიერ კორონავირუსის ვაქცინის შეთავაზების განხილვისას აუცილებელია ყალბი ასლების ფაქტორის გათვალისწინება.

დოქტორი ჰოტონი ასევე გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, ვაქცინაციის სახელისუფლებო გეგმაში არ არის გათვალისწინებული 250 კერძო პრაქტიკის (ოჯახის ექიმის) კლინიკა, რადგან მათი პერსონალი და პაციენტები არ არიან ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის სიებში. ორშაბათს ჰოტონმა წერილობით მიმართა ნადიმ ზაჰავის (ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ახალი მინისტრი) და განაცხადა, რომ ათასობით კერძო პაციენტი „საერთოდ არ იქნება დარეგისტრირებული ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის კერძო პრაქტიკის კლინიკების სიებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის არც იმ სიებში მოხვდებიან, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს დაუცველ ფენებსა და ხანდაზმულებს“.

ჰოტონო აცხადებს, რომ მას ამოძრავებს „არა რიგში ჩახტომის და მოგების ნახვის“ სურვილი, არამედ ის, რომ „ასეთი პაციენტები უსამართლოდ არიან წამგებიან მდგომარეობაში და კორონავირუსის ინფექციის რისკის ქვეშ, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებელი მიმწოდებლის პირველად დახმარებას ამჯობინებენ“.


imedinews.ge

თეგები:
Pfizer



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up