აშშ-ს ყველაზე დიდმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer Inc-მა მიაღწია შეთანხმებას Seagen Inc.-ის შეძენაზე, რომელიც კიბოს წამლებზეა სპეციალიზებული. გარიგების ბიუჯეტი 43 მილიარდი დოლარია.
ირკვევა, რომ Pfizer გადაიხდის 229 აშშ დოლარს Seagen-ის თითო აქციაზე, რაც 32,7%-ით აღემატება კომპანიის აქციების ფასს, რომელიც გასულ პარასკევს დაფიქსირდა, - ამის შესახებ კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. გარიგება დაიხურება 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში. შესყიდვის საფასურის ნაწილი გადაიხდება Pfizer-ის მიერ ნაღდი ფულის სახით, ხოლო 31 მილიარდი დოლარი ახალი გრძელვადიანი ობლიგაციებით.
Seagen-ი 2023 წელს 2,2 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება, რაც პროგნოზირებს 12%-იან ზრდას წელიწადში. Pfizer-ის მონაცემების თანახმად, 2030 წლისთვის შემოსავალმა შეიძლება 10 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.