თამბაქოს მწარმოებელი Philip Morris International (PMI) ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი Fertin Pharma–ს შეძენის შეთანხმება გააფორმა. გარიგების ფასი #820 მლნ–ს შეადგენს, იუწყება Philip Morris–ის პრეს–სამსახური.
ფარმაცევტული კომპანიის შეძენა ახალი უკვამლო პროდუქტების წარმოების დაწყების საფუძველი გახდება. თამბაქოს კომპანიის გათვლებით, 2025 წლისთვის ამ პროდუქტების წილი წმინდა მოგებაში დაახლოებით 50%–ს მიაღწევს.
„PMI იყენებს მეცნიერების შესაძლებლობების, ინოვაციური პროდუქტებისა და კლინიკური გამოცდილების შესაძლებლობებს, რათა თამბაქოსა და ნიკოტინის გარეშეც გააფართოვოს საკუთარი პორტფელი. ამისათვის მეცნიერულად დასაბუთებულ პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების გამოყენებას გეგმავს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებენ და დადებით გავლენას მოახდენენ საზოგადოებაზე“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.
ახალმა პროდუქტმა, კომპანიის მოლოდინის თანახმად, Philip Morris–ს შესაძლოა დამატებითი შემოსავლის სახით $1 მლრდ მოუტანოს. გარიგება წლის ბოლომდე უნდა დაიხუროს.
Fertin Pharma–ს რაც შეეხება, ეს არის კერძო კომპანია, რომელიც საღეჭი რეზინების, ფხვნილების, ნიკოტინის შემცველი აბების შემუშავება/წარმოების დარგში ლიდერის პოზიციას იკავებს.