Philip Morris International Inc. გამოაცხადა რუსეთში დაგეგმილი ინვესტიციების შეჩერება, მათ შორის ახალი პროდუქტების გაშვება და ინვესტირება რეკლამაში, ინოვაციებსა და მოდერნიზაციაში. გარდა ამისა, კომპანიამ გაააქტიურა რუსეთში წარმოების შემცირების გეგმა. ამის შესახებ RBC-Ukraine კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩვენ შოკირებული ვიყავით უკრაინაში ომის დაწყებით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა უდანაშაულო ადამიანს, რომლებიც განიცდიან სამხედრო აგრესიას. ვუერთდებით მრავალ ხმას, რომელიც ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მშვიდობის აღდგენას მოითხოვს“, - თქვა PMI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლჩაკმა.
PMI–მ უკრაინაში მუშაობა 1994 წელს დაიწყო.
rbc.ua