"პიარი ომში გამარჯვების შემდეგი პერიოდისთვის გადავდოთ" - ზელენსკი რადასგან ეკონომიკური კანონპროექტების მხარდაჭერას ითხოვს

access_time2022-03-19 08:40:24

"პიარი ომში გამარჯვების შემდეგი პერიოდისთვის გადავდოთ," - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი რადას დეპუტატებს და მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის დასახმარებლად და ეკონომიკის აღსადგენად შემუშავდა.

"ამ დღეებში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მესაზღვრეები გადაამზადოს. ისინი ჩვენი ჯარისთვის შეიარაღებას იმდენად სწრაფად შემოიტანენ, რამდენის უფლებასაც ფიზიკის კანონი მოგვცემს. ვაუქმებთ ყველანაირ გადასახადს, ყველანაირ ბიუროკრატიას, ყველანაირ დოკუმენტს, რომელიც ტვირთის შემოტანასთანაა დაკაშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სწრაფად იმოქმედონ.

პარლამენტის სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი და შესაბამისი კომიტეტი მუშაობს ამ საკითხზე, რომ ამ ინოვაციას მხარი დაუჭირონ. ვაცხადებ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საომარი მდგომარეობის დროს ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მინდა თითოეულ დეპუტატს ვთხოვო, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რადგან ეს არ არის არც ოპოზიციისთვის, არც მთავრობისთვის, ეს არის ქვეყნისთვის. პიარი ომში გამარჯვების შემდეგი პერიოდისთვის გადავდოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების დახმარებას ეხება. შესაბამის კომიტეტს მოვუწოდე, შეიმუშაონ მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მათ დაეხმარება. უკვე გვაქვს ამ პროგრამის მონახაზი, რომელიც ფინანსურ მხარეს უკავშირდება. ასევე, სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა ადამიანების, რომლებიც დროებით სხვაგან იმყოფებიან. ეს კეთდება იმისთვის, რომ თითოეულ ზრდასრულსა და ბავშვს ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალება ჰქონდეს.


მესამე კომპონენტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეხება იმ ადამიანებს, ვინც საომარი მოქმედებების ზონიდან გამოსული მოსახლეობა შეიფარა. მათ ყველა სახის კომუნალური გადასახადი გაუუქმდებათ მანამ, სანამ ეს ადამიანები მათთან იცხოვრებენ.

ჩვენი პრემიერმინისტრი დენის შმიგალი უახლოეს საათებში ამ პროგრამების შინაარსს გაასაჯაროებს, - აცხადებს ზელენსკი.

წყარო: "მთავარი არხი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up