„პიარული ნაბიჯია, თითქოს ტურისტულ სექტორს მხარში დაუდგნენ“ - ცოტნე ჯაფარიძე ქონების გადასახადის ჩამოწერაზე

„პიარული ნაბიჯია, თითქოს ტურისტულ სექტორს მხარში დაუდგნენ“ - ცოტნე ჯაფარიძე ქონების გადასახადის ჩამოწერაზე

access_time2022-04-05 22:30:00

„ეს ვერ იქნება შვება სექტორისთვის, თუმცა სავარაუდოდ, ეს არის დაწერილი ქულები სასტუმროების მფლობელებთან“, - ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „ტრეფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერის შეფასებისას განაცხადა.


მისი თქმით, რეალური ნაბიჯები სექტორის დასახმარებლად არ გადადგმულა და ამ შეღავათით ვერ ისარგებლებენ ისინი, ვინც სფეროს მთავარი კონტრიბუტორები არიან.


„ტურისტული კომპანიების დიდი ნაწილი, არავითარ განსაკუთრებულ ქონებას არ ფლობს. ოფისი ნაქირავები გვაქვს როგორც წესი, არ ვფლობთ სასტუმროებს, ავტომობილებს და შენობებს. ჩვენს სექტორში ეს მხოლოდ სასტუმროებისა და რესტორნებისთვის იქნება შეღავათი. ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავს.


2020 წლიდან ვითხოვდით საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერას, რაც ნაწილობრივ მოხდა, თუმცა 2020 წლის გადასახადის ნაწილი დაგვერიცხა. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, არა ერთხელ ავხსენით და მივმართეთ, თუ რა ოდენობის გადასახადს ვიხდიდით წლების განმავლობაში პატიოსნად, რა თანხა შემოგვქონდა უცხოური ვალუტის სახით ქვეყანაში და რომ ახლა როცა გაგვიჭირდა სახელმწიფო გვერდით უნდა დაგვდგომოდა. მიუხედავად ამისა, საშემოსავლოს ნაწილი დღესაც გვადევს როგორც დავალიანება და ინკასო. შესაბამისად, კომპანიების არც თუ მცირე ნაწილი იურიდიულად გაჩერებულია



ეს ვერ იქნება შვება სექტორისთვის, თუმცა სავარუადოდ, ეს არის დაწერილი ქულები სასტუმროების მფლობელებთან. ჩვენ სექტორს, რომლებსაც ჩამოგვყავს ხალხი და ვართ ერთ-ერთი პირველი უცხოური ვალუტის შემომტანი ქვეყანაში, არ გვეხმარება არაფრით. ალბათ პიარული ნაბიჯია, თითქოს ტურისტულ სექტორს მხარში დაუდგნენ. სინამდვილეში, ტურისტულ სექტორს მხარში არავინ დადგომია. ჩვენით მოვახერხეთ გადარჩენა“, - აცხადებს ჯაფარიძე.


მისი თქმით, ახლა ტურისტული სფერო სრულად გაჩერებულია და ცვლილება ომის დამთავრებამდე მოსალოდნელი არ არის.


„ახლა ბიზნესი დგას ურთულესი გამოწვევის წინაშე. გასულ წელს ვერც შევადარებთ იმდენად ცუდი სიტუაციაა. როგორც კი რუსეთის აგრესია დაიწყო, უკრაინაში მომენტალურად ყველა ჯავშანი გაუქმდა და ახალი ჯავშნები არ კეთდება. გამოსავლის ძიება ახლა უშედეგოა. სანამ ომი დამთავრდება, აქ რუსების გარდა არავინ ჩამოვა. საერთოდ არ ვიცი ამ ვადით ჩამოსული ადამიანები ტურისტებად რატომ ითვლებიან. შეგიძლიათ ნახოთ გუდაურში არავინ არის, ტურისტული ობიექტები ცარიელია. თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც არ არიან უცხოელები. ჩვენი კოლეგები, მეგობრები, ხალხი რომლებთანაც წლებია მოვდივართ, ყველა გაჩერებულია“ - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ,,საქმეში“.


შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის. ინიციატივა გუშინ გახდა ცნობილი.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up