პიცა თუ ხაჭაპური? რა გამოწვევები აქვს ქართულ სამზარეულოს და რა სჭირდება ხაჭაპურს იმისათვის, რომ მსოფლიოში უფრო პოპულარული გახდეს და ქვეყანა წარმოაჩინოს, თუ რა გამოწვევებია ამ მიმართულებით და რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და სახელმწიფომ ქართული სამზარეულოს ამ გამორჩეული კერძის პოპულარიზაციისთვის ამ და სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გასტრონომიულმა კონსულტანტმა ლევან ქოქიაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით წლის განმავლობაში იტალიაში 2,5 მილიარდი პიცა მზადდება, აქედან ნახევარფაბრიკატი, ანუ გაყინული სახით გადის ექსპორტზე, რომელიც ქართულ სუპერმარკეტებშიც ხვდება, რაც იტალიისთვის უზარმაზარი ბენეფიტია, თუ რატომ ვერ მიაღწია ამას საქართველომ მაშინ როდესაც საქართველოში 47 სახეობის ხაჭაპურია ქოქიაშვილი ფიქრობს რომ ამას სწორი შეფუთვა და სწორი კომუნიკაცია აკლია.
„რაც უფრო დრო გადის ყველა ადამიანი ხდება კონცენტრირებული და ცდილობს თავისი ინდივიდუალობა იპოვოს, სწორედ ამიტომ გაჩნდა ამდენი ბრენდი დედამიწაზე, შესაძლოა ბევრი ადამიანია ვისაც უკვე პიცა მოსწყინდა და მსგავს პროდუქტს ეძებს, მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში პიცერიებში გაჩნდა აჭარული ხაჭაპური, თუმცა არავინ იცის მისი ისტორია და ის თუ საიდან წარმოიშვა, ასე ჩვენი პროდუქტის წარმოჩენა ცოტა რთული იქნება.
მაგალითად აშშ-ს საელჩომ ჩამოიყვანა ამერიკელი შეფ - მზარეულები, რომლებსაც ხაჭაპურის პრეზენტაცია გავუკეთეთ, ისინი ასეთ საკითხებს ძირფესვიანად უდგებიან , ჩვენი პრობლემა რის ის, რომ ვამბობთ ხაჭაპურია და მორჩა, რაც არასერიოზული მიდგომაა, ბევრი ასეთი მიდგომა გვაქვს ბრენდინგში და გვგონია რადგან ეს ასე მარტივად მოაქვთ მაგიდასთან მარტივი პროდუქტია, როდესაც კითხვას ვსვამ თუ რომლის ჯიშის ხორბლისგან მზადდება იმერული ხაჭაპური მათ ამაზე პასუხი არ აქვთ, პიცის შემთხვევაში იტალიაში ეს ძალიან კარგად იციან, იქ ცალკე მინდვრებია სადაც პიცის ჯიშის ხორბალი მოდის, ცალკე წისქვილებია ეს ყველაფერი კი ბრენდინგი და ბრენდის ნაწილია“, - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.
ქოქიაშვილმა ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით განმარტა რომ თბილისში 400 000 ზე მეტი ხაჭაპური იყიდება, მისივე თქმით მაგალითად „გუნდაში“ ხაჭაპური 100% ით ქართულ ფქვილზე მზადდება, თუმცა აღნიშნული ხორბალი უკრაინულ და რუსულ ხორბალზე გაცილებით ძვირია, გლეხსაც არ მოჰყავს ქართული ხორბალი რადგან მისი მოსავლიანობა გაცილებით დაბალია.
„კახეთში ვერ მაჩვენებ რომ კახურ შოთს აცხობდნენ წითელი დოლით, თვითონ გასტრონომიული ლოკაციის მფლობელებმა უნდა გაითავისონ ის ფაქტი, რომ შოთს რომელსაც ყიდიან 1,50 კარად არ უნდა იყოს დამზადებული შემოტანილი ფქვილისგან, რადგან როდესაც ტურისტი ჩამოდის და გეკითხება ისტორიად და დაინახავს,რომ სხვა ფქვილი გაქვს აქ უკვე აღარანაირი ისტორიის მოყოლას აღარ აქვს აზრი“- აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.
გადაცემის ავტორის ლევან კობერიძის თქმით ქართული ხაჭაპური მხოლოდ ქართული ხორბლისგან უნდა იწყებოდეს და ამაში სახელმწიფოც უნდა იყოს ჩართული და სახაჭაპურეებს მასტიმულირებელი პროგრამები უნდა შესთავაზოს.
„კეთილი ნების შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია, რომ ამ მიმართულებას სტიმული მისცეს და ქართული ხორბლისგან დამზადებულ ხაჭაპურებს და სახაჭაპურეებს პოპულარიზაცია გაუწიოს და მათ კონკრეტული ნიშნა ჰქონდეთ.
იტალიის შემთხვევაში , იტალიური ღვინის პოპულარიზაცია მოხდა იმით, რომ სახელმწიფო ედგა გვერდში პიცერიებს, პირდაპირ აფინანსებდა , პიცერიას სახელმწიფოს ფულით ახსნევინებდა იტალიელს პიცერიას და სთხოვდა, რომ მხოლოდ იტალიური ღვინო გაეყიდათ, რატომ არ შეიძლება რომ ქართულ სახაჭაპურესაც ჰქონდეს იგივე შესაძლებლობა“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
ლევან ქოქიაშვილი აღნიშნავს, რომ თუ იტალიაში წავა დიდი ოჯახი პიცერიაში და მას შესაძლებლობა აქვს, რომ სხვადასხვა სახის პიცა ერთ სივრცეში დააგემოვნოს, საქართველოში იმის შესაძლებლობა, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სახის ხაჭაპური მიირთვას არ არის.
„ჩვენთან “გუნდაში“, რომ მოხვიდეთ ამ ეტაპზე 14 სახეობის ხაჭაპური გვაქვს და მალე 25 სახეობის ხაჭაპური გვექნება . ყველაზე მთავარი არის ხორბალი და ყველას ქართველსაც კი ვუყვებით ამ ხორბალზე და ძალიან მარტივია მათ დაინტერესება. როდესაც ტურისტს ხაჭაპურის პრეზენტაციას გაუკეთებ ფქვილით და ქართულ ფქვილს ცალკე გაყიდი უკვე უფრო საინტერესო ხდება, ეს თემა იტალიაში ძალიან კარგად არის აწყობილი“, - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.
ქოქიაშვილის თქმით მაგალითად ქართული ხაჭაპურის ტრადიციამ რომ იუნესკოზე აღიარება მოიპოვოს ისევე როგორც ეს პიცის შემთხვევაში მოხდა ძალიან დიდი ამბავი მოჰყვება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოში ავირჩიოთ არა ბევრი, არამედ 5- 10 პროდუქტი და იმით დავიწყოთ კომუნიკაცია, თუნდაც ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში, რომ ავიღოთ და იუნესკოზე მოვიპოვოთ აღიარება ძალიან დიდი ამბავი მოჰყვება, მაგალითად როდესაც ეს აღიარება მოიპოვა პიცამ , მასზე 900 000 სტატია დაიწერა. საქართველო ისედაც ღვინის სამშობლოა ეს დადგენილია, ასევე დადგენილია ისიც, რომ ერთ-ერთ ხორბლის სამშობლო ვართ, ჰოდა რომ გადავაკეთოთ ეს და შევფუთოთ და ღვინის და პურის სამშობლო ვიყოთ ამას ძალიან დიდი ამბავი მოჰყვება“, - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე