Pikfud -  ქართული აპლიკაცია ნარჩენების წინააღმდეგ

Pikfud - ქართული აპლიკაცია ნარჩენების წინააღმდეგ

access_time2021-05-26 15:00:42

2021 წლის დასაწყისში ახალი ქართული აპლიკაცია PIKFUD გამოჩნდა, აპლიკაცია მომხმარებლებს სხვადასხვა რესტორანთან თუ კაფე-ბართან აკავშირებს და პროდუქტს რომელიც დღის განმავლობაში  ვერ რეალიზდა თუმცა საკვებად ჯერ კიდევ ვარგისია ნახევარ ფასად სთავაზობს. 


აპლიკაციაზე მუშაობა ორმა სტუდენტმა ორხან რახიმოვმა და ნიზამ მამედოვმა 2020 წელს დაიწყეს, თუმცა პანდემიის გამო ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის თებერვილიდან გახდა. 



"კომერსანტი" დეტალებისთვის  პიკფუდის  თანადამფუძნებელს ნაზიმ მამედოვს დაუკავშირდა, მისი თქმით  ეკოლოგიაზე ზრუნვის მიზნით დიდი ხანია, რაც მსოფლიოში პროდუქტის ფუჭად ხარჯვის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის კამპანია იმართება, სწორედ საზღვარგარეთ სწავლისას შეიტყვეს, რომ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულია საკვებად ვარგისი პროდუქტის და კერძების, რომელთა გამოყენების ვადაც მალე იწურება, შეღავათიან ფასად გაყიდვის ორგანიზება და  ევროპაში აპრობირებული მეთოდის საქართველოში დანერგვა გადაწყვიტეს.


როგორც ნიზამი გვიყვება ევროპაში ორი აპლიკაციაა აპრობირებული, ერთ აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელმა წინასწარ იცის თუ რა პროდუქტი დახვდება ნახევარ ფასად, ხოლო მეორე აპლიკაცია გამომდინარე იქიდან, რომ რითეილერების  დიდმა ნაწილმა არ იცის  რა პროდუქტი ვერ რეალიზდება დღის ბოლომდე,  ე.წ.  surprise package - ის პრიცნიპით მუშოაბს. რაც შეეხება ქართულ pikfud -ს მას მომხმარებლისთვის ორივე  შეთავაზება აქვს.



“აპლიკაციაზე მუშაობა 2020 წლის დეკემბერში დავიწყეთ, დავწერეთ ბიზნეს გეგმა, ჩვენი ძალებით შევქმენით დიზაინი, მე კომპიუტრეული ინჟინერიის სპეციალობაზე ვსწავლობდი, ხოლო ჩემი მეგობარი საერთაშორისო ბიზნესზე. დიზაინზე დაახლოებით 4-5 თვე ვმუშაობდი, შემდეგ იყო კოდის დაწერა და დეველოპმენტი, დეკემბრის ბოლოს აპლიკაცია მზად გვქონდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე რადგან კაფე-ბარები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობდნენ და შესაბამისად ცოტა საკვებს აწარმოებდნენ, პროდუქტი არ რჩებოდათ , ჩვენი მიზანიც მხოლოდ ის  არის, რომ რაც შეიძლება ცოტა საკვები გადაიყაროს.  


27 იანვარს აპლიკაციის ბეტა ვერსია უკვე ჩაშვებული იყო Play Store- ზე, თებერვლიდან App store- ზეც  გამოვჩნდით, გავიჩინეთ 5 ბიზნეს პარტნიორი და რადმენიმე ასეული მომხმარებელი. აპრილიდან უკვე ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ 12 ბიზნეს ონიექტთან, გვყავს 6000 მომხმარებელი და გვაქვს 300 დასრულებული შეკვეთა.” -  აღნიშნა ნიზამ მამედოვმა .



ნიზამ მამედოვმა აღნიშნა, რომ ყველაფერი საკუთარი ინვესტიციით განახორიცელეს და თანხა მხოლოდ ფრე - მარკეტინგზე და სარეკლამო ვიდეოებზე დაეხარჯათ, რადგან აპლიკაციის აწყობაც და დეველოპმენტიც, რაც საკმაოდ დიდ  თანხებთან არის დაკავშირებული პროფესიიდან გამომდინარე თვითონ ნიზამმა აიღო საკუთარ თავზე. პიკფუდი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით მუშაობს, თუმცა სამომავლოდ რეგიონებში და საქართველოს სხვა ქალაქების დაფარვა სურთ, როგორც  ნიზამ მამედოვი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ პიკფუდი მხოლოდ თბილისს დაფარავს  ის ბიზნესად ვერ ჩამოყალიბდება და სტარტაპად დარჩება.



“სამომავლოდ გვინდა რომ დაფინანსებაზეც შევიტანოთ განაცხადი, სურვილი გვაქვს, რომ გავფართოვდეთ და სხვა ქალაქებშიც გავიდეთ, რადგან თუ ჩვენ საქართველოს სხვა რეგიონებს არ დავფარავთ პკუფუდი ვერ გახდება ბიზნესი და დარჩება სტარტაპად. ვფიქრობთ, რომ დაფინანსებისთვის სპონსორებს მივმართოთ, თუმცა ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ვართ, რა თქმა უნდა 6000 მომხმარებელი მოკლე დროში არ არის ცოტა, მაგრამ კიდევ ბევრი გვჭირდება. გარდა ამისა უნდა შევისწავლოთ ჩვენი აუდიტორია, ვიცოდეთ ჩვენი მომხმარებლის რამდენი პროცენტია დასაქმებული, რამდენი სტუდენტი და ა.შ. ამ ყველაფრისთის თვენახევარი დაგვჭირდება, ამ პერიოდში ბიზნეს ობიექტებიც დაგვემატება. ვფიქრობთ, რომ 2-3 თვეში უკვე  მზად ვიქნებით  სხვადასვხა  პროექტებში მონაწილეობის მისაღებად, ამ ეტაპზე გვაქვს  რამდენიმე  განაცხადი  გაკეთებული, მაგალითად GITA - ს გრანტს ველოდებით. 


ჩვენ ორი ტიპის მარკეტინგს ვაწარმოებთ, ერთს მომხმარებლისთვის, მეორეს რითეილისთვის, ჩვენი მესიჯებია, შეამცირე ნარჩენები, გაიჩნე შემოსავლის დამატებითი წყარო და სხვა.  მსგავსი ტიპის აპლიკაცია საქართველოში პირველია და ცოტა  რთულია აუხსნა თუ რა არის პიკფუდი და როგორ მუშაობს ის,   ეს პროცესიც ალბათ 6-8 თვემდე  გაგვეწელება.

ბიზნესისთვის ძალიან მარტივია ჩვენთან ჩართვა, სიტყვაზე თუ საღამოს  6 ნამცხვარი დარჩა გასაყიდი შეიყვანს აპლიკციაში ინფორმაციას, დაწერს ფასს და მიუთითებს შეთავაზების დროს მაგალითად საღამოს 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე და როდესაც ვინმე შეიძენს რითეილის წარმომადგენელს შეტყობინება მიუვა, გარდა ამისა მას შეუძლია აწარმოოს სტატისტიკა თუ რა რაოდენობის  პროდუქტი გაყიდა გარკვეულ პერიოდში.”  - აღნიშნა ნიზამ მამედოვმა.



როგორც ნიზამი აღნიშნავს, პიკფუდის  აპლიკაციაში ჩართვა ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, რომ პროდუქტი რომელსაც ვადა არ გასვლია და  საკვებად ვარგისია ნახევარ ფასად გაყიდოს და არ გადაყაროს, გარდა ამისა როგორც ბიზნესი , ასევე მომხმარებელი ამ ნაბიჯით გარემოს დაცვაში მცირე წვლილს შეიტანს.



“ჩვენი აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელი პროდუქტს ნახევარ ფასად იძენს, ბიზნესს საშუალება აქვს, რომ პროდუქტი არ გადაყაროს და ნახევარ ფასად მაინც გაყიდოს,  ჩვენი მოგება კი გაყიდული პროდუქტის ფასის 10-20% - ია, რაც სხვა აპლიკაციებთან შედარებით ძალიან დაბალია. გარდა ამისა, ვეგანური კაფეებისთვის შედარებით დაბალი საკომისიო გვაქვს.”  -  აღნიშნა ნიზამ მამედოვმა.



კომპანია პიკფუდში ამ ეტაპზე ხუთი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ნიზამი იმედოვნებს რომ სამომავლოდ ეს რიცხვი გაიზრება.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up