„პიკის საათებში 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს მეტად კომფორტული, წინააღმდეგ შემთხვევაში, 5 წელში გადაადგილება შეუძლებელი გახდება“ - კახა კალაძე

„პიკის საათებში 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს მეტად კომფორტული, წინააღმდეგ შემთხვევაში, 5 წელში გადაადგილება შეუძლებელი გახდება“ - კახა კალაძე

access_time2022-12-14 14:10:56

თბილისის მერმა კერძო ავტომობილების ზრდასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

 

„2017 წელს ქვეყანაში ავტომობილების მფლობელთა რიცხვი შეადგენდა, დაახლოებით,  31%-ს, დღეს კი ეს ციფრი 48%-ს აღწევს.

 

საშუალო წლიური ზრდა გვაქვს, დაახლოებით, 9%. ეს ნიშნავს, რომ ხუთ-შვიდ წელიწადში, მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს, თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კვირაში ხუთი ან მეტი დღით, ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის 8%, მაშინ, როდესაც საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92%-ს უტოლდება.

 

თბილისში, 2012 წელს, სამუშაო დღეებში 250 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, 2017 წელს კი, 380 000 ავტომობილი მოძრაობდა იგივე დღეებში.

 


ვაწარმოებთ სტატისტიკას და ბოლო დღეების განმავლობაში, პიკის საათებში 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.

 

შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს მეტად კომფორტული და სწრაფი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, გადაადგილება შეუძლებელი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით პრობლემა მხოლოდ ესტაკადების მშენებლობით არ მოგვარდება.

 

„ბევრი საუბრობს, რატომ არ აკეთებთ დამატებით ესტაკადას?! - ეს არის უტოპია. მაგალითად, გმირთა მოედანზე განხორციელებული ესტაკადების პროექტი. როდესაც ეს სამუშაოები ჩატარდა, გამტარი იყო და პრობლემას არ წარმოადგენდა. დღეს უდიდესი პრობლემაა, ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებს. ვთქვათ, მივიღეთ გადაწყვეტილება და გავაფართოვეთ, დავამატეთ ესტაკადა, 5 წლის შემდეგ რას ვაკეთებთ, კიდევ რომ დაემატება ავტომობილები? 7 წლის შემდეგ რას ვაკეთებთ? კიდევ დავამატოთ ესტაკადა? ესტაკადების ქალაქად უნდა გადავაქციოთ თბილისი? იმ ადამიანებს ვისაც გგონიათ, რომ ასეთი პროექტით შეიძლება მოიხსნას პრობლემა არასწორი მიდგომაა“,- აღნიშნა კალაძემ.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up