როკ მუსიკის ლეგენდარულმა ჯგუფმა Pink Floyd 600 ათას დოლარზე მეტი თანხა შეაგროვა სიმღერის Hey, Hey, Rise Up („ჩერვონა კალინა") გაყიდვებით. თანხა უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა.
სინგლი ჯგუფმა უკრაინული ჯგუფის, ბუმბოქსის ლიდერთან, ანდრი ხლივნიუკთან ერთად ჩაწერა.
კლიპის პრემიერა 7 აპრილს YouTube-ზე შედგა. სიმღერა დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა დაწერეს