Pink Floyd რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიაზე თავის მუსიკას დაბლოკავს —ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
იმისთვის, რომ მსოფლიოსთან ერთად დავდგეთ და მკაცრად დავგმოთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, Pink Floyd-ის ყველა ნამუშევარი 1987 წლიდან მოყოლებული, ასევე დევიდ გილმორის ყველა სოლო ჩანაწერი დღეიდან წაიშლება ციფრული მუსიკის ყველა პროვაიდერიდან რუსეთსა და ბელარუსში, - წერია ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.