აზერბაიჯანი მოქალაქეების მიერ მობილური ტელეფონების იმპორტზე მკაცრ კონტროლს იწყებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 15 თებერვლიდან ამ სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგება.
სიახლე ეხება როგორც სატელეფონო რეგისტრაციას, ასევე საბაჟო გადასახადებს.
შესაბამისად, ამიერიდან პირს ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმერი ტელეფონის შეტანაზეც კი დამატებითი გადასახადი დაერიცხება. ანუ საზღვარგარეთიდან აზერბაიჯანში პირადი სარგებლობისთვის შეატანილი ტელეფონები ასევე დაექვემდებარება საბაჟო გადასახადს.