საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციის დროს რუსეთ–უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთმა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა იმოქმედოს. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაიანში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება.
საფრანგეთის ლიდერმა თქვა, რომ მისი მეორე ვადით არჩევით საფრანგეთმა მხარი დაუჭირა "დამოუკიდებლობის პროექტს დესტაბილიზებულ სამყაროში“.
"მაშინ, როდესაც ბევრმა ადამიანმა უკან დახევა აირჩია, დაემორჩილა ნაციონალისტურ ცდუნებას, წარსულის ნოსტალგიას, იდეოლოგიების სირენებს, რომლებიც თითქოს გასულ საუკუნეში მივატოვეთ, საფრანგეთის მოსახლეობამ მომავლის ნათელ გეგმას, რესპუბლიკურ და ევროპული პროექტს დაუჭირა მხარი". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს.
ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.
წყარო: tabula.ge