საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი განახევრდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 1,370 მლნ აშშ დოლარის პიროტექნიკა შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,400 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ყიდულობს საქართველო აღნიშნულ პროდუქტს.
2021 წლის 11 თვეში საქართველომ პიროტექნიკის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განახორციელა:
მონტენეგრო - 501.8 ათასი აშშ დოლარი;
ბულგარეთი - 393.6 ათასი აშშ დოლარი;
ჩინეთი - 278.4 ათასი აშშ დოლარი;
პოლონეთი - 169.7 ათასი აშშ დოლარი;
გერმანია - 15.2 ათასი აშშ დოლარი;
თურქეთი - 11.1 ათასი აშშ დოლარი.
bpn.ge