2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთის 55 მოქალაქე გააძევს. ამის შესახებ ცნობილი შსს-ს სტატისტიკური ინფორმაციიდან ხდება.
გაძევებულთაგან ყველაზე მეტი - 13 აზერბაიჯანის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა ინდოეთი 10 მოქალაქე. მესამეზე ირანი 8 მოქალაქე. პირველ 3 თვეში გაძევებულია ბანგლადეშის 7 და ეგვიპტის 3 მოქალაქე. ასევე გაძევებულია მაროკოს, ნიგერიის, ტაჯიკეთის და ჩინეთის 2-2 და თურქეთის, იორდანიის ნეპალი, რუსეთის, სომხეთის და ტოგოს 1-1 მოქალაქე.