პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტში იყო - საბიუჯეტო ოფისი

პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტში იყო - საბიუჯეტო ოფისი

access_time2022-05-04 13:40:00

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ბიუჯეტის შესრულების განახლებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის იანვარში-მარტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტში იყო. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ პირველ კვარტალში შეადგინა 566 მლნ ლარი. რაც შეეხება უშუალოდ გეგმის ათვისების მაჩვენებლებს, შეგახსენებთ, რომ საოპერაციო სალდო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობას გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ 3 თვეში მთავრობამ შემოსავლების გეგმა 101%-ით შეასრულა და ბიუჯეტში 4 მლრდ ლარს მიაღწია. ხარჯების მიმართულებით კი მთავრობამ გეგმის 94.6% შეასრულა. შეგახსენებთ, რომ პირველ კვარტალში ხარჯვითი ნაწილი 3,632 მლრდ ლარზე იყო დაგეგმილი, ხოლო შესრულების მაჩვენებელმა 3,434 მლრდ ლარი შეადგინა.


რაც შეეხება ბიუჯეტის მთლიანმა სალდოს, მისმა მაჩვენებელმა 55,4 მლნ ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მთლიანი სალდო გულისხმობს ბიუჯეტის საოპერაციო ხარჯებს გამოკლებული არაფინანსური აქტივების ცვლილება (ავეჯი, ტექნიკა ავტომობილი და ა.შ). მიმდინარე წლის 3 თვეში არაფინანსური აქტივების კლების მიმართულებით მთავრობამ გეგმა 97.8%-ით შეასრულა, ხოლო არაფინანსური აქტივების კლები მიმართულებით გეგმა მხოლოდ 79.2%-ით შესრულდა.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტში იყო, კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტმა მაშინ 527 მლნ ლარი შეადგინა. ცხადია, გასულ წელს დეფიციტის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რეგულაციების გარკვეული ნაწილი მაინც არსებობდა, რის გამოც პრიველი კვარტალი ჩვენი ეკონომიკისთვის რთული იყო.



რაც შეეხება ნაშთის ცვლილებას, წლის დასაწყისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებული ნაშთის მოცულობამ შეადგინა 881.4 მლნ ლარი. იანვარ-მარტში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 559.7 მლნ ლარი შეადგინა და 2022 წლის 1-ლი აპრილისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი განისაზღვრა 1,441 მლნ ლარის ოდენობით.


bpn.ge



თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up