პირველად ბოლო წლების განმავლობაში -  რეალურ სექტორში ინვესტირებამ ფინანსურ სფეროს გადაასწრო

პირველად ბოლო წლების განმავლობაში - რეალურ სექტორში ინვესტირებამ ფინანსურ სფეროს გადაასწრო

access_time2022-06-10 11:00:35

საქართველოს  ეკონომიკაში ინვესტიციების არნახული ზრდაა. ციფრებთან ერთად, ტენდენცია ყურადღებას იქცევს იმითაც, რომ რეალური სექტორის დაფინანსება გაიზარდა და ფინანსურ სფეროს გადაასწრო. პირველ ადგილზე ამ მხრივ ენერგეტიკაა, რაც ბოლო წლების განმავლობაში პირველადაა.


საინვესტიციო ბაზარზე ცვლილებას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ეკონომიკის განვითარების წინაპირობად მიიჩნევს და დასძენს, რომ ქვეყანა დიდ სარგებელს განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში მიიღებს.


,,ინვესტიციებში რამდენიმე მომენტს გამოვყოფდი: პირველ რიგში, მთავარია, რომ გარკვეულწილად იგრძნობა ვექტორის გადახრა რეალური სექტორისკენ, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და სხვა, სადაც ინვესტიციების მოცულობა მზარდია. მარტო ენერგეტიკაში ინვესტიციები 2-ჯერ მეტია, ვიდრე საფინანსო სექტორში.  ეს მაშინ, როცა წლების განმავლობაში საფინანსო სფერო ამ მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო. როგორც იქნა, იწამეს რეალურ სექტორში ინვესტიციების ეფექტიანობა, ეკონომიკის მდგრადობა გარე გამოწვევებთან, რაც უაღრესად პოზიტიური ფაქტორია.  შესაბამისად, როცა ინვესტიციების ხორციელდება უკუგების პერიოდი საკმაოდ გრძელვადიანია და აშკარად მიგვანიშნებს, რომ ქვეყნის მომავალს ინვესტორები პოზიტიურად უყურებენ“, - აცხადებს სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“.


მისი თქმით, ინვესტიციები მიმზიდველია ქვეყნების მიხედვითაც, რაც ასევე გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად უნდა იქცეს.



,,ევროკავშირის წილი ინვესტიციებში გაზრდილია და 2-ჯერ და მეტადაც აღემატება იგივე ევროკავშირის წილს საქართველოს იმპორტში. ადგილი აქვს ასევე რეინვესტირებას,  საქართველოში მოქმედი კაპიტალი იმდენად მომძლავრდა, რომ ადრე აღებული  ვალდებულებების გასტუმრება დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხერხდა მშვიდობიანობის პერიოდში,  ხოლო ინვესტიციების ერთ-ერთი პირობა სტაბილური გარემო და განვითარების პერსპექტივაა. არა მარტო ჩინეთიდან, ინვესტიციები გაიზარდა აშშ-დანაც, მოხდა ბაზრების დივერსიფიცირება, რის შედეგსაც   ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ვიგრძნობთ. მთავარია, რომ  ინვესტიციებისთვის ყველა კარგი გახსნილია“, - დასძენს სოსო არჩვაძე.


ცნობისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის I კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 330%-ით $568 მლნ-მდე გაიზარდა, რაც პირველი კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელია. საქსტატის განმარტებით აღნიშნული რეინვესტირებისა და სააქციო კაპიტალის ზრდით იყო გამოწვეული.


სფეროების მიხედვით $236 მლნ-ით პირველ ადგილზე ენერგეტიკაა, $111 მლნ-ით მეორეზე საფინანსო სექტორი, $81 მლნ-ით მესამე ადგილს უძრავი ქონება იკავებს. ინვესტიციის მოცულობამ $10 მლნ-ს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის დამამუშავებელი მრეწველობისა და ჰორეკა სექტორშიც გადააჭარბა.


ინვესტორ ქვეყნებს შორის $196 მლნ-ით პირველ ადგილზე ესპანეთია, რისი მიზეზიც ესპანური კომპანიის მიერ GWP-ს საკონტროლო პაკეტის შეძენა გახდა. $87 მლნ-ით მეორე ადგილზე ბრიტანეთია, სამეულს $67 მლნ-ით თურქეთი ასრულებს. $10 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა აგრეთვე: ჩინეთიდან, ნიდერლანდებიდან, შეერთებული შტატებიდან, მარშლის კუნძულებიდან და მალტიდან.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up