სტეფანი ფრაპარი პირველი ქალი გახდება, რომელიც კაცთა შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე მთავარ არბიტრად იმუშავებს. ამის შესახებ BBC წერს.
38 წლის სტეფანი ფრაპარი კოსტა-რიკასა და გერმანიის თამაშის მსაჯი იქნება. მინდორზე მისი ასისტენტებიც ქალები იქნებიან: ბრაზილიელი ნეუზა ბექი და მექსიკელი კარენ დიას მედინა. მეოთხე არბიტრი საიდ მარტინესი გახდება ჰონდურასიდან, VAR-ზე კი ამერიკელი კეტრინ ნესბიტი იმუშავებს.
ფრანგი ქალი ტურნირის პირველი ოფიციალური ქალი გახდა, როდესაც გასულ სამშაბათს მექსიკასა და პოლონეთის მატჩის მეოთხე ჩინოვნიკად დასახელდა.
„ჩვენ ვიცით, ეს რა რთლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ შევიცვლებით. იყავით მშვიდად, კონცენტრირებულები და მედიაზე ზედმეტად ნუ იფიქრებთ, უბრალოდ იყავით კონცენტრირებული მოედანზე, განუცხადა ფრაპარტმა BBC Sport-ს ტურნირის წინ.
2014 წელს ფრაპარი პირველი ქალი მსაჯი გახდა საფრანგეთის „ლიგა 2“-ში. 5 წლის განმავლობაში მან 80 მატჩზე იმუშავა. მისი დებიუტი „ლიგა 1“-ში 2019 წელს შედგა. 2019 წელს კი „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის უეფას სუპერთასის ფინალის მთავარი არბიტრი იყო.
მატჩი კოსტა-რიკასა და გერმანიას შორის 1-ელ დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.