პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციები განახორციელეს

პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციები განახორციელეს

access_time2022-03-18 11:40:00

პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნული ტრანზაქციები, საკონდიტრო ნაწარმის ადგილობრივი წარმოების მიზნით, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტს უზრუნველყოფს.

ორივე ბანკი FCI-ის - ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრია.

„ფაქტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნების ეკონომიკის წინსვლისთვის და ის რეგიონში სულ უფრო აქტუალური ხდება EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის დახმარებით. შედეგად, ბევრ ადგილობრივ ბანკს შევუწყეთ ხელი მცირე ბიზნესის განვითარებაში. მოხარული ვართ FCI-ის წევრებთან - თიბისისთან და Armswissbank-თან პარტნიორობით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ფაქტორინგულ ტრანზაქციებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც FCI-ის საერთაშორისო ფაქტორინგის პლატფორმის საშუალებით განხორციელდა“, - ალექსანდრე საველიევი, EBRD-ის დირექტორი, სპეციალიზებული ფინანსური სერვისებისა და ვაჭრობის დაფინანსებისათვის.


„განხორციელებული ტრანზაქცია EBRD-ისთან და FCI-ისთან ჩვენი მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას - ექსპორტის ხელშეწყობასა და რეგიონის მასშტაბით, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აერთიანებს. გვსურს მადლიერება გამოვხატოთ სომეხი პარტნიორების მიმართ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ფაქტორინგის მიმართულებით, როგორც ქვეყნის ბაზრის ლიდერი და ყველაზე მსხვილი კაპიტალის მქონე ბანკი, განვაგრძობთ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

„სომხეთში FCI-ის ერთადერთი წევრი - Armswissbank, ლიდერია ფაქტორინგის ადგილობრივ ბაზარზე. FCI-ისთან თანამშრომლობით საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარება, ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი ბანკთან და EBRD-ისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ გავხდით პირველი ბანკი სომხეთში, რომელმაც შემოიტანა ახალი ფაქტორინგული გადაწყვეტა. მადლობას ვუხდით თიბისი ბანკს პარტნიორობისათვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინოვაციური მიდგომა სომხეთში საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარებას წაახალისებს, - ანჟელა ბარსეგიანი, Armswissbank-ის კორპორაციული სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის პატივია ვიხილოთ FCI-ის ორი წევრის - Armswissbank-ის (წევრი 2008 წლიდან) და თიბისი ბანკის (წევრი 2016 წლიდან) წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფაქტორინგის ეფექტური სტრუქტურის შემუშავების მიმრთულებით. EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამისა და FCI-ის ორფაქტორიანი პლატფორმის - edifactoring.com დახმარებით რისკის შემცირებით, თიბისი ბანკს უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს. ამ ინოვაციური სტრუქტურის გამოყენება FCI-ის სხვა წევრებსაც შეუძლიათ რეგიონში, რომელსაც EBRD ფარავს. ვულოცავთ ყველა მხარეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას“, - პიტერ მალროი, FCI-ის გენერალური მდივანი.

NS

თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up