წლის ბოლომდე ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე გავა

წლის ბოლომდე ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე გავა

access_time2021-12-17 11:00:20

ფულადი გზავნილების მოცულობა წლის ბოლომდე ახალ რეკორდს დაამყარებს. 11 თვის მონაცემით, $2-მილიარდიანი ზღვარი გადაილახა და ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე, წინასაახალწლო პერიოდში, კიდევ  გაიზრდება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, გზავნილებმა პანდემიისას საინვესტიციო დატვირთვა შეიძინა და ეს მთავარი გარემოებაა, რაც დღესდღეობით აცოცხლებს ლარს და ეკონომიკურ ზრდაზეც დადებით ეფექტს ახდენს.

 


,,წლის ბოლომდე გზავნილებში ახალ რეკორდს ვიხილავთ. 2 მილიარდიანი ზღვარი გადალახულია, რაც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით. როგორც იტყვიან, გაორების შთაბეჭდილებას ტოვებს სოციალურ ასპექტში,  ვინაიდან ფულადი ტრანზაქციები დიდწილად  უკავშირდება დიდ შრომით ემიგრაციას ქვეყნის გარეთ, რომლებიც მაშრიყიდან მაღრიბამდე (ხატოვნად რომ ვთქვათ), მთელ მსოფლიოში არიან და იქიდან ცდილობენ ოჯახების დახმარებას. ეკონომიკას რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება ითქვას, რომ გზავნილებმა გარკვეულწილად საინვესტიციო დატვირთვაც შეიძინეს და სერიოზული, მნიშვნელოვანი მიზნების და პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება როგორც ბიზნესისთვის, ისე ცალკეული საოჯახო მეურნეობისათვის“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

 


მართალია, გზავნილებში ცალკე აღებულ ქვეყნებს შორის რუსეთი პირველ ადგილზეა, თუმცა მისი წილი ასევე იზრდება საქართველოდან გასულ გზავნილებში, რაც არჩვაძის შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია და რუსეთზე დამოკიდებულების მითს საბოლოოდ აქარწყლებს.



,,ფაქტობრივად თუ დავთვლით სხვაობას შემოსულ და გასულ თანხებს შორის და  წმინდა უცხოურ ტრანზაქციებს ავიღებთ, იტალია ლიდერობს და ის უკვე მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთის მაჩვენებლებს. იტალიაში საქართველოდან  მიზერული თანხების გაგზავნა ხდება და სხვაობა გაგზავნილ და მიღებულ თანხას შორის საგრძნობლად აღემატება რუსეთის მაჩვენებლებს. ამიტომ ის მითი, რომ რუსეთზე ვართ დამოკიდებული, ამ მიმართულებითაც ნელ-ნელა ქარწყლდება. მსოფლიო ეკონომიკა თანდათან გამოდის პანდემიით მიღებული ეკონომიკური შოკისგან, მოსალოდნელია ეკონომიკის ზრდა მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში. ის ქვეყნები, სადაც ჩვენი შრომის მიგრანტები არიან, ელოდებიან ეკონომიკურ ზრდას, რომელიც უკავშირდება დამატებითი ადგილების შექმნას. ადრე შექმნილ სამუშაო ადგილებზე ანაზღაურების გაზრდას. ეს ყველაფერი პოზიტიურად მოქმედებს დასაქმებულთა, მათ შორის შრომითი მიგრანტების შემოსავლებზე. უნდა ვიფიქროთ, რომ მათ მიერ მიღებული შემოსავლებიც გაიზრდება. მეორე საკითხია, რამდენად იქნება ემიგრანტებში მზაობა, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და უცხოეთში მიღებული დაგროვილი არა მხოლოდ კაპიტალი, ცოდნაც დააბანდონ საკუთარ სამშობლოში“, - აცხადებს სტატისტიკოსი ,,კომერსანტთან“.

 



ერთ-ერთი საკითხი, რაზეც იგი ყურადღებას ამახვილებს, ქართველი მიგრანტების ქცევაა, რაც მათ სხვა ქვეყნების ემიგრანტებისგან გამოარჩევს. მათი მხრიდან ეკონომიკური კავშირი სამშობლოსთან უფრო მყარია, ვიდრე ვთქვათ, თურქების შემთხვევაში, რომლებსაც სამშობლოსთან ასეთი კავშირი შეწყვეტილი აქვთ და სხვა ქვეყანაში აგრძელებენ საქმიანობას ისე, რომ  თურქეთში ფულის გაგზავნა არ უწევთ.



აქედან გამომდინარე, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, საქართველოზე 4-ჯერ უფრო დიდ თურქეთს ფულადი გზავნილები ჩვენზე ბევრად ნაკლები აქვთ.



,,თურქი მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც გავიდა ქვეყნის გარეთ, უკვე შეწყვიტა ეკონომიკური კავშირი თავის სამშობლოსთან, არ ჰყავს ოჯახის ისეთი წევრი, ვისაც უნდა დაეხმაროს და იქ აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ჩვენთან საბედნიეროდ ეს კავშირები შენარჩუნებულია. ამასთან, თურქეთის მოსახლეობის სულ უფრო და უფრო მეტ ნაწილს აღარ სჭირდება უცხოეთში წასვლა საკუთარი მატერიალური პრობლემის გადასაჭრელად, ამიტომ არის, რომ გზავნილების მოცულობა ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს 80-იან წლებში იყო. საკმაოდ ადაპტირებული არიან ქართველი ემიგრანტები ადგილობრივ სიტუაციასთან, ზოგიერთი ბრუნდება კიდეც სხვადასხვა ქვეყნიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ დიდი მასა თანამემამულეებისა ისევ უცხოეთშია და იქ აგრძელებს საქმიანობას“, - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ 2022 წელი არ იქნება იმაზე უარესი, როგორიც იყო სიტუაცია 2021 წელს, დამატებითი მოთხოვნა ჩნდება შრომის ბაზარზე, რაც შრომის მიგრანტებსაც ხელს შეუწყობს.

 


შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $207 მლნ-ს, იანვარ-ნოემბერში კი $2.12 მლრდ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.7%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა 15 დეკემბერს გაავრცელა.

 


ნოემბრის გადმორიცხვებში $34 მლნ-ით პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს. $32 მლნ-ით მეორე ადგილზე იტალიაა. $24 მლნ-ით შეერთებულმა შტატებმა მესამე ადგილი დაიკავა. საბერძნეთიდან $18 მლნ გადმოირიცხა, ისრაელიდან $17 მლნ და გერმანიიდან $11 მლნ. გზავნილების მოცულობამ ყაზახეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან ასევე $1 მლნ-ს გადააჭარბა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up