რუსული მედიასაშუალების, rbc.ru-ის ინფორმაციით, X5 ჯგუფმა გარკვეული საქონლის დიდი მოცულობით გაყიდვა ერთ ადამიანზე შეზღუდა. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები ყოველთვის იყოს მარაგში.
მანამდე Achan-ის მაღაზიების მყიდველებს შეეზღუდათ გარკვეული საქონლის რეალიზაცია: ერთ მყიდველს შეუძლია შეიძინოს არაუმეტეს 10 კგ შაქარი, 10 ბოთლი მცენარეული ზეთი, 10 კგ ფქვილი და 3 შეკვრა მარილი. გარდა ამისა, ერთ კლიენტზე იყიდება არაუმეტეს 10 შეფუთვა მაკარონი, ბრინჯი და სხვა მარცვლეული.
Auchan-მა, Atak-მა, O'Key-მ და Magnit-მა ნებაყოფლობით გადაწყვიტეს სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტებზე მარკირების 5%-მდე შეზღუდვა. 3 მარტს მათ შეუერთდნენ კარუსელის, პერეკრესტოკის და პიატეროჩკას ქსელები. საუბარია სოციალურად მნიშვნელოვანი საქონლის ოთხ ჯგუფზე: რძის პროდუქტებზე, პურ-ფუნთუშეულზე, შაქარსა და ბოსტნეულზე „ბორშის ნაკრები“.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ საცალო მოვაჭრეებს შეეზღუდვები დაუწესა. მათი განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს სპეკულანტებთან ბრძოლას, რომლებმაც უკვე დაიწყეს პროდუქციის ყიდვა მინიმალური მარჟით რამდენიმე ტონამდე.