პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის და ყიდულობს საქართველო

პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის და ყიდულობს საქართველო

access_time2022-06-10 23:00:00

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების კვლევის თანახმად, 2021 წელს საქართველოში იმპორტირებულმა პირველადი მოხმარების საქონელმა 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის, ფქვილი და ბურღულეული ყველაზე მსხვილ ჯგუფს წარმოადგენს, პირადი ჰიგიენის ნივთები კი მეორე ყველაზე მსხვილი ჯგუფია და ჯამურ იმპორტში მათი წილი 2021 წელს 15% იყო. იმპორტის მოცულობა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 392 აშშ დოლარია.


უმსხვილესი პირველადი მოხმარების საიმპორტო საქონლები 2021 წელს შემდეგნაირად გამოიყურება:


1. ფქვილი, ბურღულეული, თხილეული, მარცვლოვანი კულტურა და სანელებლები - 236 მლნ დოლარი;
2. სხვადასხვა - 230 მლნ დოლარი;
3. სუნამოები, პირადი ჰიგიენა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 212 მლნ დოლარი;
4. ხორცპროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები - 178 მლნ დოლარი;
5. ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები - 142 მლნ დოლარი;
6. თამბაქო და თამბაქოს დასამზადებლად საჭირო ნედლეული - 125 მლნ დოლარი;
7. ხილი და ბოსტნეული - 103 მლნ დოლარი;
8. შოკოლადი, შაქარი, თაფლი, პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი - 89 მლნ დოლარი;
9. რძე, რძის პროდუქტები და კვერცხი - 81 მლნ დოლარი:
10. ყავა, ჩაი და კაკაო - 54 მლნ დოლარი.


რაც შეეხება ექსპორტს, პირველადი მოხმარების საქონლის ექსპორტმა (სასმელებისა და თხილის ექსპორტის გარეშე) 2021 წელს 300 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა.



მსხვილ საექსპორტო ჯგუფებში პირველ ადგილზეა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 41%-ით, თამბაქოსა და თამბაქოს დასამზადებლად საჭირო ნედლეული მეორე ადგილს იკავებს 18%-ით, თუმცა, ამ შემთხვევაში, ექსპორტი ძირითადად რეექსპორტია.


2021 წლის უმსხვილესი პირველადი მოხმარების საექსპორტო საქონლებია:


1. ხილი და ბოსტნეული - 129.2 მლნ დოლარი;
2. თამბაქო და თამბაქოს დასამზადებლად საჭირო ნედლეული - 56.4 მლნ დოლარი;
3. ხორცპროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები - 44.2 მლნ დოლარი;
4. სუნამოები, პირადი ჰიგიენა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 32.4 მლნ დოლარი;
5. სხვა - 32.1 მლნ დოლარი;
6. ყავა, ჩაი, კაკაო - 11.8 მლნ დოლარი;
7. რძე, რძის პროდუქტები და კვერცხი - 6.1 მლნ დოლარი;
8. შოკოლადი, შაქარი, თაფლი, პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი - 4.4 მლნ დოლარი.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up