პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის ტენდერი დასრულდა, დემონტაჟი კი ოქტომბერში დაიწყება – თბილისის მერია

პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის ტენდერი დასრულდა, დემონტაჟი კი ოქტომბერში დაიწყება – თბილისის მერია

access_time2022-09-08 13:00:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურა დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მერმათბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტენდერში შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა. კორპუსის დემონტაჟი კი, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.


„გვაქვს კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და ვაჭრობის შედეგად ფასმა დაიკლო 260 ათასი ლარით. ვაჭრობაში მინიმალური ფასი დააფიქსირა - შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ და ის არის გამარჯვებული. გამოცხადებული ფასი იყო - 6,480,330.00 ლარი. შემოთავაზებული ფასია - 6,199,330.00 ლარი.


სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე გაყვანილი ჰყავს ქირით“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული საპილოტე პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს.


„ამ საპილოტე პროექტის პარალელურად, მერია ამუშავებს დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კიდევ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან. მინდა მოსახლეობას თხოვნით მივმართო - თქვენი მხარდაჭერა, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივების მხრიდან უფრო მეტი ფართის მოთხოვნა ხდება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთში მოგცეთ ის ფართი, რასაც ფლობთ და ერთ სანტიმეტრს არ დაკარგავთ. რაც მთავარია, სრულიად ახალ, გარემონტებულ ბინებში შეხვალთ. ითანამშრომლეთ ჩვენთან, რადგან ეს ყველაფერი თქვენი ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვისა და უსაფრთხოებისთვის კეთდება. რომ არა ეს პრობლემა, რაც მოლაპარაკებების პროცესში გაჩნდა, რომ ადამიანები იმაზე მეტ ფართს ითხოვენ, ვიდრე აქვთ, ერთი საპილოტე კი არა, 10 პროექტი გვექნებოდა უკვე მზად.


ასე რომ, მიმდინარე წელი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მომდევნო წლებში საკმაოდ დიდი მასშტაბი ექნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას და მის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დედაქალაქში არაერთ ავარიულ კორპუსს ჩაანაცვლებს.


ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ მთლიანი სამშენებლო ღირებულებიდან ნამატი ფართებით გასტუმრებული იქნება 5 407 987 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელია 791 343 ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნული კორპუსების ზუსტი სტანდარტული ვიზუალი წარმოადგინა, რომელიც ქართველი არქიტექტორების მიერ შემუშავდა და რომლითაც ავარიული შენობების ჩანაცვლება მოხდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up