პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება საქართველოში -  პრიმო ალდაგისგან

პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება საქართველოში - პრიმო ალდაგისგან

access_time2021-12-10 13:05:38

სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად ალდაგმა თავისი მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურება - პრიმო შექმნა. პრიმო ალდაგის ახალი ბრენდია, რომელზეც კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან ერთად იმუშავა.

 

პრიმოს სერვისის ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, თუმცა პრიმოს წევრებისთვის ალდაგს განსხვავებული შეთავაზებები ექნება დაზღვევის სხვა პროდუქტებზეც.

 

ალდაგის ახალი ბრენდი პრიმო ქმნის კომფორტისა და პერსონალური ურთიერთობის სივრცეს, რომელიც მთელ რიგ უპირატესობებს მოიცავს:

 

  • პერსონალური მენეჯერის მომსახურება, რომელიც გულისხმობს როგორც ექსკლუზიურ შეთავაზებებს, ისე პერსონალურ მომსახურებას ზარალის დროს.
  • სერვისის სრულყოფილება, რომელიც არაერთ ხელშესახებ უპირატესობას მოიცავს, მათ შორისაა: (1) საქართველოში ავტორიზებულ ავტოცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში (2) ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი (3) კონსიერჟის მომსახურება (4) სრული ავტო ასისტანსი და ა.შ.

 

„ალდაგისთვის ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ვთვლით, რომ ამ სერვისის დანერგვით სადაზღვევო მომსახურების სფერო არსებითად ახალ ეტაპზე გადადის. გვექნება ჩვენს მომხმარებელთან პერსონალური ურთიერთობის შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს სპეციალურად მათზე მორგებულ შეთავაზებებს, განსხვავებულ პირობებს დაზღვევაზე, კონსულტაციის შესაძლებლობას დაზღვევასთან დაკავშირებულ ყველა საკითზე და დამატებით კომფორტს მთლიანად სადაზღვევო ურთიერთობაში.“


 

პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. პრიმოს ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ავტომობილზე ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს.

 

პრიმოს წევრობა თავისთავად გულისხმობს პირადი მენეჯერის ყოლას ალდაგში, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება ავტომობილთან მიმართებაში.

 

„ალდაგი 31 წელია, რაც სადაზღვევო ბაზარზეა და ის ერთ-ერთი ლიდერია სადაზღვევო სფეროში, როგორც საცალო, ისე კორპორატიული მიმართულებით. ბაზრის განვითარების კუთხით, მუდმივად ქმნიდა ახალ პროდუქტებს, ნერგავდა ინოვაციურ მიდგომებს, შემოჰყავდა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში, რამაც სექტორის განვითარებას შეუწყო ხელი. მხოლოდ გასულ წელს ალდაგმა მომხმარებელს 90 მლნ ლარი აუნაზღაურა,“ -აცხადებენ ალდაგში.

 

 

(R)


თეგები:
ალგადი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up