ფინეთის ქალაქ ესპოოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, მოკლე პროგრამაში შესანიშნავი ასპარეზობისა და პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
მოგვიანებით ყინულზე გავლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან.
ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მონაწილეობდნენ ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილი, რომლებიც მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.