პირველი ქართული სტარტაპი გლობალურ ბაზარზე, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია

პირველი ქართული სტარტაპი გლობალურ ბაზარზე, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია

access_time2021-05-22 13:00:13

ქართული სტარტაპი Pulsar AI Inc გლობალურმა spincar - მა შეიძინა, სტარტაპის ღირებულება კი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს., რაც ქართული სტარტაპების ისტორიაში გამორჩეული ნახტომია. ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ Pulsar AI Inc - ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დაჩი ჭოლაძემ ისაუბრა. მისი თქმით Pulsar Ai Inc - სა და spincar- ს შორის გარიგება spincar - მომხმარებლისთვის pulsar - ის პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობს.


„ჩვენი კომპანია ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კომპანია spincar- მა შეიძინა. Spincar ამერიკაში ავტო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიაა და ავტოდილერებს ციფრული გაყიდვების არხებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტს სთავაზობს. დაახლოებით ერთი წლის წინ მათთან პირველი გაცნობითი შეხვედრა გვქონდა, მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა მათ მიერ ჩვენი პროდუქტის თავიანთი კლიენტებისთვის  შეთავაზებას გულისხმობდა. მას შემდეგ, რაც მათი კლიენტებისგან ჩვენი პროდუქტის დადებითი უკუკავშირი მიიღეს, დაინტერესდნენ კომპანიის შესყიდვით.“ აღნიშნა დაჩი ჭოლაძემ.

 

პულსარი დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წელს დააფუძნეს და მათი პირველი პროექტი TBC ბანკის ჩეთბოტი იყო, რომელიც დაჩი ჭოლაძის თქმით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.


„მე და ზაალ გაჩეჩილაძემ, რომელიც ამჟამად კომპანიის ტექნიკური დირექტორია 2016 წლის მიწურულს დავაფუძნეთ პულსარი და ჩვენი პირველი პროექტი იყო თიბოტი, TBC ბანკის ჩეთბოტი, რომელითაც ბაზარზე პირველი კომერციული პროდუქტი შევქმენით, ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მას შემდეგ ჩვენ ჩვენი გუნდი გავზარდეთ, კვლევის მიმართულებით უფრო მეტი ადამიანი დავიმატეთ და უკეთესად გავეცანით იმ ტექნოლოგიას, რომლსაც დღეს ამერიკის ბაზარს ვაწვდით. 2018 წლის დასაწყისში უკვე გქვონდა საშუალება, რომ პირველად ჩავსულიყავით კალიფორნიაში სილიკონ ველიზე,სადაც გავიცანით რამდენიმე ადამიანი და  დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა. ერთ- ერთი ასეთი ადამიანი არის, ჯორჯ არისონი იგივე ირაკლი არეშიძე, რომელიც წარმატებული კომოანიის, მეორადი მანქანების ონლაინ გაყიდვების პლატფორმა შიფტის დამფუძნებელია. ასევე გავიცანით ზაზა ფაჩულია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ინვესტორია და სწორედ ამ ურთიერთობებით უფრო მეტად გამოიკვეთა ის პოტენციალი რომელიც ჩვენ ამერიკის ბაზარზე გვქონდა და ჩვენი პირველი პროექტი დავიწყეთ შიფტთან, რომელსაც ჯორჯი წარმოადგენს და ჩვენმა  პროდუქტმა  საკმაოდ კარგი შედეგი გვაჩვენა, რეალურ გარემოში აგვარებდა იმ პრობლემას რომელიც იყო ჩანაფიქრში , აქედან მივხვდით, რომ ეს ამერიკის საკმაოდ დიდ ბაზარს  სჭირდებოდა.“ - აღნიშნა დაჩი ჭოლაძემ.



ტექნოლოგია, რომელსაც პულსარი ფლობს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დიალოგების ავტომატიზაცია, რომელიც კომპანიის მომხმარებელს მესიჯებზე ავტომატურად პასუხობს. დაჩი ჭოლაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისათვის მიწერილ მესიჯში პულსარის ტექნოლოგიას შეუძლია ამოიცნოს თუ რა სურს  მომხმარებელს და დააგენერიროს ის პასუხი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელი დააგენერირებდა და გაუგზავნოს მომხმარებელს და ჰქონდეს მასთან დიალოგი. გარდა ამისა, ჭოლაძის თქმით ტექნოლოგიას  შეუძლია, რომ მომხარებელს ჩაუნიშნოს შეხვედრა, გამოართვას ტელეფონის ნომერი და გადასცეს გაყიდვების მენეჯერს. როგორც დაჩი ჭოლაძე აღნიშნავს ტექნოლოგიის საშუალებით ისეთ დიდ დილერშიფებს, რომელსაც რამდენიმე ასეული მომხარებელი ჰყავს საქმე უმარტივდებათ და ფინანსები ეზოგებათ.


„იმ დონის დილეშრიფებს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით კალათაში 600-700 მანქანა ჰყავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე ასეულობით მანქანაა განთავსებული, ამ ასეულობით მანქანით ასეულობით ადამიანი ინტერესდება, რეალურად იმხელა მოცულობის ამოცანებზე ვსაუბრობთ, რომ თუ კომპანია პულსარის მსგავს ტექნოლოგიას არ იყენებს, მაშინ მას გარკვეული რაოდენობის მომხმარებელზე უარის თქმა უწევს.“ -  აღნიშნა დაჩი ჭოლაძემ.

ჭოლაძემ პანდემიურ წელზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ პანდემია პულსარის მუშაობაზეც აისახა, რადგან პანდემიის პერიოდში მთელი ამერიკის მასშტაბით ბევრი დილერშიფი დაიკეტა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ადამიანებს სახლიდან უწევდათ მუშაობა და ნაწილი უმუშევარი დარჩა ტექნოლოგია უფრო რელევანტური და მოთხოვნადი გახდა, რადგან პორბლემას რომელიც დილერებს შეექმნათ  პულსარი აგვარებდა.


რაც შეეხება პულსარიის სამომავლო გეგმებს,ჭოლაძე აღნიშნავს, რომ გარიგების თანახმად გარკვეული პერიოდი პულსარი სპინქართან თანამშრომლობას გააგრძელებს და სპინქარის მხარდაჭერითდა თანამშრომლობით ავტო ინდუსტრიაში პულსარი უფრო მხმამაღალ სიტყვას იტყვის.

 

თაკო კვაჭანტირაძე

 



თეგები:
Pulsar



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up