პირველი რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

access_time2021-12-30 23:00:00

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია საახალწლო გალაკონცერტის - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ღონისძიების მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, წამყვანები, ვოკალისტ შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, დიზაინერები და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები.



„მოგეხსენებათ, შარშან, პანდემიის გამო, მხოლოდ სატელევიზიო ფორმატი გვქონდა, ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ წელს, მართლაც საჯარო ღონისძიება იქნება რესპუბლიკის მოედანზე. გალაკონცერტზე ქართველი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი იქნება ყველასთვის საყვარელი ჰიტების გაორკესტრებული, ახლებური ვერსიები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



სცენაზე საზოგადოების წინაშე წარდგება 5 წამყვანი - ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური; გალაკონცერტის მთავარი დირიჟორი - ნიკა ნიკვაშვილი, ორკესტრი, 4 ბენდის მუსიკოსი, მოწვეული სოლისტ-ინსტრუმენტალისტი, 30-მდე სოლისტი, 15-მდე ანსამბლი და საგუნდო კოლექტივი. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი.




პროექტში მონაწილეობენ სამების საკათედრო გუნდი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ქართული ხმები“, ანსამბლი „ჰერიო“, ანსამბლი „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, ანსამბლი „ფორტე“, მომღერალ გოგონათა ჯგუფი, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, The Quintessence, Georgian Six, ახალგაზრდული კაპელა, ბიჭუნათა გუნდი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, „რანინას“ მომღერლები, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, არჩილ ნიჟარაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, თიკა მახალდიანი, დათუნა სირბილაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ანი კეკუა, მანანა თოდაძე, აჩი მეფარიძე და ნატო გელაშვილი.
კონცერტის მონაწილეები სპეციალურად ამ დღისთვის ქართველი დიზაინერების სამოსით იქნებიან წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას.



პროექტის ხელმძღვანელია ნინო ნოდია, კონცეფციის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, ხოლო სცენის დეკორაციის ესკიზი ეკუთვნის მხატვარ თამარ ფოცხიშვილს.





თეგები:
ახალი წელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up