პირველკლასელთა მესამედი ამჟამადაც ბუკების გარეშეა

პირველკლასელთა მესამედი ამჟამადაც ბუკების გარეშეა

access_time2021-10-31 16:15:45

2021-2022 სასწავლო წელი 14 სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა პირველკლასელების დაახლოებით მესამედს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ბუკები ამ დრომდე არ მიუღიათ და, შესაბამისად, მათ სასწავლო პროცესში ჩართვა საკლასო ოთახებშიც და ონლაინ სწავლების შემთხვევაშიც, საკუთარი კომპიუტერის გარეშე უწევთ.

ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, განათლების სამინისტროს პასუხისმგებელი სსიპ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ESIDA) ამტკიცებდა, რომ „20 ოქტომბრისთვის კუთვნილ კომპიუტერს აბსოლუტურად ყველა პირველკლასელი მიიღებდა“.

მოსწავლეების მშობლები ამბობენ, ოჯახში ერთი, თუნდაც უფროსის კომპიუტერი არასაკმარისია განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში რამდენიმე მოსწავლეს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება ერთდროულად უწევს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპიუტერის გარეშე ამჟამად პირველკლასელთა მცირე რაოდენობაა დარჩენილი და სამინისტრო მათ ნეტ-ბუკებს ნოემბრის შუა რიცხვებამდე მიაწვდის. უწყების განმარტებით, მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფის შეფერხება მომწოდებელი კომპანიის ბრალეულობით მოხდა.

„კომპანიამ დააგვიანა მოწოდება. ჩვენს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იუ ჯი თია“. მას უნდა მოეწოდებინა კომპიუტერები. შეფერხების პირველი მიზეზი ისაა, რომ დაგვიანებით გამოცხადდა ტენდერი, თუმცა დათქმულ ვადაში კომპანიამაც ვერ მოახერხა მოწოდება კომპიუტერების, რადგან კორონაპანდემიის გამო, ქარხანას ფაქტობრივად განახევრებული რესურსით მუშაობა უწევს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასე ახსნეს ეს ფაქტი. პირველკლასელთა მესამედიც არაა დარჩენილი უბუკოდ. სულ, განათლების სამინისტრომ წელს 55 500 ნეტ-ბუქი იყიდა. უწყებამ „იუ ჯი თი“ – სგან ამ ოდენობის ბუკი 2 ხელშეკრულებით იყიდა. განათლების სამინისტროსთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2 ეტაპად, ჯერ 10 ათას ბუკზე ხოლო მოგვიანებით 45 500 ბუკის შესყიდვაზე გამოაცხადა ტენდერი. ორივე შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვების შემდეგ „იუ ჯი თი“ – სთან გაფორმდა“, – ამბობს განათლების სამინისტროს პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ხელმძღვანელი ნინო სოზიაშვილი.


როგორც ცნობილია, 2020-2021 სასწავლო წლის პირველკლასელებისთვის საჩუქრად გადასაცემი თითოეული ბუკი სახელმწიფოს დაახლოებით 330 ლარით გაუძვირდა. სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, თითოეული კომპიუტერისთვის 900 ლარი გადაიხადა მოუწია მაშინ როცა წინა წელს ის თითოეული ბუკი დაახლოებით 570 ლარად იყო შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, კომპიუტერების შეძენის პროცესი, განათლების სამინისტროს განცხადებით, გართულებული იყო, რამაც წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემი კომპიუტერების დაგვიანებაც განაპირობა.


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: EDU.ARIS.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up