შემცირებული ფასები და გახსნიდან  პირველი პოზიტიური კვირა  – „ამბასადორი კაჭრეთი“

შემცირებული ფასები და გახსნიდან პირველი პოზიტიური კვირა – „ამბასადორი კაჭრეთი“

access_time2020-06-16 14:00:47

პანდემიის პირობებში  ტურიზმი ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახელდა, თუმცა შიდა ტურიზმის კუთხით, საზოგადოების მოლოდინები სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო გარკვეულწილად სკეპტიკური იყო. 1 კვირაა სასტუმროებს გახსნის საშუალება მიეცათ, როგორ ხვდება სფერო სეზონს და შეიცვალა თუ არა მათი პროგნოზები - ამის შესახებ კომერსანტს „ამბასადორი კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია სოსიაშვილი ესაუბარა.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პანდემიის დასრულებისა და სასტუმროების გახსნის შემდეგ, როგორი იქნებოდა პირველი შაბათ-კვირა. „ამბასადორი კაჭრეთი“ ყველა რეკომენდაციის დაცვით უკვე 8 ივნისიდან იღებს სტუმრებს და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მომხმარებლების მხრიდანაც ინტერესი დიდია. 13 ივნისს გვქონდა გრანდიოზული გახსნა, მონატრებული ცოცხალი მუსიკა დილიდან გვიან საღამომდე. პირველივე უქმეებზე სასტუმროს სრული დატვირთვით მუშაობა ნამდვილად ძალიან პოზიტიური მოლოდინების გაჩენის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ დაკავებული გვქონდა სასტუმროს 181-ვე ნომერი და გვყავდა სტუმრები, რომლებიც დარჩენის გარეშე, დღის პაკეტით სარგებლობდნენ. სასტუმრო კომპლექსს აქვს ძალიან დიდი, ღია სივრცე, გასართობი საშუალებები, სადაც ადამიანების დისტანცირების პრობლემა არ იქმნება“,-ამბობს ნათია სოსიაშვილი.


 


მისივე თქმით, ფასების კუთხით კორექტირება მოხდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. ნომრის ღირებულება დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში შემცირდა. შესაბამისად, აქციის პირობებში ივნისის თვეში ორი ადამიანის განთავსება 230 ლარი ჯდება. 

 


„დაძაბული ფონი, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში ჰქონდათ ადამიანებს, რაღაცით უნდა შემსუბუქდეს. ამისთვის ყველაზე კარგი პერიოდიც არის და საშუალებაც, თბილისიდან ყველაზე ახლოს 5 ვარსკვლავიან სასტუმროში წახვიდე და არაჩვეულებრივ გარემოში დაისვენო.  გვაქვს ძალიან მისაღები ფასები, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა. ივნისის თვეში გამოვაცხადეთ მასტიმულირებელი, სპეციალური აქციაც, იმისთვის, რომ ჩვენმა სტუმრებმა ნახონ, როგორ ვიცავთ რეკომენდაციებს და რამდენად უსაფრთხოა ჩვენთან სტუმრობა“,-ამბობს ნათია სოსიაშვილი.


 

მანვე აღნიშნა, რომ გრძელვადიან პროგნოზზე საუბარი რთულია, თუმცა გარკვეული პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა.

 

„ჩვენი ძირითადი სეგმენტი არასდროს ყოფილა უცხოელი ტურისტები, ჩვენი სტუმრები ძირითადად არიან ქართველი მომხმარებლები და შესაბამისად, ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო სლოგანი „დაისვენე საქართველოში“. წლების განმავლობაში „ამბასადორი კაჭრეთმა“ მოიპოვა სწორედ ქართველი სტუმრების სიყვარული და ძალიან გვიხარია, რომ მათი მხრიდანაც, ასეთ პერიოდში, როცა ჩვენი სასტუმრო 2 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცა მთავრობას საკარანტინე სივრცედ, საზოგადოების მხრიდან ასეთი მიდგომა გვაქვს. ამასთან ივნისის თვეში გარკვეული პროგნოზი უკვე გვაქვს, ნომრების საკმაოდ დიდი ნაწილი გაყიდულია და ჯავშნების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება“,-ამბობს ნათია სოსიაშვილი.


 

„ამბასადორი კაჭრეთი“ კახეთში, თბილისიდან 80 კილომეტრში, სოფელ კაჭრეთში მდებარეობს. 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს 181 თანამედროვე დიზაინის ნომერი, ორი ღია საცურაო აუზი, პროფესიონალური გოლფის მოედანი, თავლა 20 ცხენით და პროფესიონალური საცხენოსნო არენა, სასროლეთი მიზანში სროლის მოყვარულებისთვის, ველოსიპედები, სკუტერები, მოტოსკოლა და  ბოულინგის კლუბი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up