პიტერ სტანო აცხადებს, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებული სამწუხარო მოვლენები საქართველოს შეფასებაში აისახება

პიტერ სტანო აცხადებს, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებული სამწუხარო მოვლენები საქართველოს შეფასებაში აისახება

access_time2021-07-13 16:30:00

„სამწუხაროა ის ყველაფერი, რასაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება საქართველოში, განსაკუთრებით ოპერატორის სიკვდილი. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მისი გარდაცვალების გარემოებების გამოძიება ნამდვილად გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად წარიმართოს“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.


რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის, შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა ეს მოვლენები გავლენას ევროკავშირის განზრახვაზე, რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს საქართველოსთვის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, - პეტერ სტანომ აღნიშნა, რომ ასეთი მოვლენები ყოველთვის წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან განხილვის საგანს და ეს, საქართველოსთან თანამშრომლობის მიმდინარე შეფასების დროს, გათვალისწინებული იქნება.


„რაც შეეხება თბილისი პრაიდთან დაკავშირებულ ძალიან სამწუხარო მოვლენებს, ჩვენ უკვე განვაცხადეთ მკაფიოდ, რომ უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებები და თავისუფლებები გარანტირებული და პატივცემული უნდა იყოს და [საქართველოს] მთავრობა მოვალეა, რომ დიაცვას და პატივი სცეს მათ უფლებებს. და ეს ყველაფერი ცხადია, გათვალისწინებული იქნება საქართველოსთან თანამშრომლობის მიმდინარე შეფასების დროს. საქართველო ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზით; ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ შეფასებებს, გვაქვს რეგულარული დაილოგი და, ასეთი საკითხები და ასეთი მოვლენები ყოველთვის ხვდება ამ შეფასებებში, ევროკავშირი ყოველთვის ახსენებს მათ და ღებულობს მხედველობაში. რადგან საბოლოო ჯამში საქართველომაც თავის მხრივ მკაფიოდ აიღო ვალდებულება, რომ განავითაროს ევროპული ფასეულობები, ეს არის ერთობლივი საფუძველი, რომელსაც ჩვენი თანამშრომლობა ემყარება: ფუნდმენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გარანტირებული, დაცული და მხარდაჭერილი იმისდა მუხედავად, თუ რომელ ენობრივ, ეთნიკურ, ეროვნულ, სექსუალურ თუ გენდერულ ჯგუფსაც არ უნდა განაკუთვნებოდნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა 13 ივლისს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.



​5 ივლისს თბილისში დაანონსებული „ღირსების მარში“ ჩაიშალა. დილიდან საპატრიარქოსა და ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებით თბილისის ქუჩებში ძალადობრივი და სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე, დაშავდა მინიმუმ 53 ჟურნალისტი. ამ დრომდე ძალადობის მოწოდებისთვის ან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის არავინ არის დაკავებული.


www.radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up