პიტერ ვიბლერი - ლიდერობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის წარმართვისთვის, მადლობას ვუხდი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს

პიტერ ვიბლერი - ლიდერობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის წარმართვისთვის, მადლობას ვუხდი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს

access_time2021-05-21 14:20:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მე მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას. ეს ახალი შეთანხმება მომდევნო 5 წლისთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასთან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ურთიერთობისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარების სტრუქტურასა და ფორმატს, - ამის შესახებ USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, მთლიანობაში ეს შეთანხმება გულისხმობს 330 მლნ აშშ დოლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფას, რაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ იქნა მობილიზებული საერთაშორისო განვითარებისთვის.




„ძალიან სასიხარულო დღეა და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს ჩვენი - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - ძალისხმევის მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. დღეს მნიშვნელოვანმა მიზეზმა შეგვკრიბა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მე ამ წამს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას. ეს ახალი შეთანხმება მომდევნო 5 წლისთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასთან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ურთიერთობისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარების სტრუქტურასა და ფორმატს. როგორც მოისმინეთ, მთლიანობაში ეს შეთანხმება გულისხმობს 330 მლნ აშშ დოლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფას, რაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ იქნა მობილიზებული საერთაშორისო განვითარებისთვის. თავად შეთანხმების მიზნები ჩვენს მიერ საქართველოსთვის 2020-2025 წლებისთვის შემუშავებულ სტრატეგიას ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ გაიწერა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე კერძო სექტორში ჩვენს პარტნიორებთან ერთად. შეთანხმებას სამი ძირითადი მიზანი გააჩნია: გარედან მომდინარე გავლენების დაძლევა, მათ შორის დეზინფორმაციის განეიტრალება, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერება; მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესების აქცენტირებული განვითარება, რაც მოხდება მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების, მედიის თავისუფლების და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობით მთელი ქვეყნის მასშტაბით; ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რომელიც სარგებელს ყველა მოქალაქეს მოუტანს ამ დიდებულ ქვეყანაში ფასეული სამუშაო ადგილების შექმნის გზით. ეს სამი ძირითადი აქცენტი უდევს საფუძვლად ამ საგრანტო შეთანხმებას. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ კიდევ უფრო განვავითარებთ და სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. მხარს დავუჭერთ განვითარების მიმართულებით საქართველოში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ქართულ მიგნებებსა და გადაწყვეტას. ლიდერობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის წარმართვისთვის ბუნებრივია მადლობას ვუხდი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს“, - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up