მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი არ არის დაცული მავნე ტრანს ცხიმებისგან, რომლებიც ზრდის გულის დაავადებებისა და სიკვდილის რისკს, — განაცხადა ჯანმო-მ.
ანგარიშის თანახმად, 43 ქვეყანამ მიიღო ყველაზე ეფექტური ზომები საკვებში ტრანს ცხიმების წინააღმდეგ საბრძოლველად, რითაც იცავს 2,8 მილიარდ ადამიანს მთელს მსოფლიოში.
ამ სფეროში მიღწეული შედეგების მიუხედავად, მსოფლიოში 5 მილიარდ ადამიანს ჯერ კიდევ ემუქრება ტრანს ცხიმების ჯანმრთელობის დამანგრეველი შედეგები.
ინდუსტრიულად წარმოებული ტრანს ცხიმები ხშირად გვხვდება შეფუთულ საკვებში, ცომეულსა და სამზარეულოს ზეთებში.
ტრანს ცხიმების მოხმარება მსოფლიოში ყოველწლიურად გულის კორონარული დაავადების გამო დაახლოებით 500 000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბუტანი, ეკვადორი, ეგვიპტე, ირანი, ნეპალი, პაკისტანი და სამხრეთ კორეა იმ ქვეყნებს შორის არიან, სადაც გულის კორონარული დაავადებით გარდაცვალების ყველაზე მეტი რაოდენობა ტრანს ცხიმების მოხმარების გამოა.
2018 წელს ჯანმო-მ მოითხოვა ტრანს ცხიმების გლობალური ეტაპობრივი გაუქმება.