მთავრობამ პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულება გადაავადა. უფრო კონკრეტულად 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა პარკებზე დამატებითი ნიშანდების ვალდებულება.
მწარმოებლებს და იმპორტიორებს პარკებზე პროდუქციის დანიშნულების, მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის და დამკვეთის ნიშანდების დატანა ევალებოდათ, თუმცა როგორც „კომერსანტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად სიახლემ გაურკვევლობები მაინც გამოიწვია. ზოგიერთ იმპორტიორს პროდუქცია უკვე წამოღებული ჰქონდა და საბაჟოზე დიდი რაოდენობის გაჩერება მოხდა, რადგანაც საქართველოში მოქმედ რეგულაციებს აღარ აკმაყოფილებდა.
პრობლემის აღმოსაფრხვრელად, 4 ივლისის დადგენილებაში 3 ოქტომბერს ცვლილება შევიდა და მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ნიშანდებისთვის დამატებითი დრო მიეცათ. მწარმოებლებს და იმპორტიორებს გარკვეული ვალდებულებები 1-ლი სექტემბრის ნაცვლად უკვე 2023 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოექმნებათ.