პლასტმასით დაბინძურება 2060 წლისთვის 3-ჯერ გაიზრდება და 1 მლრდ ტონას გადააჭარბებს

პლასტმასით დაბინძურება 2060 წლისთვის 3-ჯერ გაიზრდება და 1 მლრდ ტონას გადააჭარბებს

access_time2022-09-06 10:00:51

ახალი ანგარიშის თანახმად, 2060 წლისთვის პლასტმასის დაბინძურებაა გასამმაგდება, მათგან უმეტესობა ნაგავსაყრელზე მოხვდება და მხოლოდ მეხუთედზე მეტი გადამუშავდება - ამის შესახებ ინფორმაციას dailysabah.com ავრცელებს.

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების მიხედვით, წიაღისეულის საწვავზე დაფუძნებული პლასტმასის წლიური წარმოება 2060 წლისთვის 1,2 მილიარდ ტონას მიაღწევს, ხოლო ნარჩენები 1 მილიარდ ტონას გადააჭარბებს.

 

38 ერის ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ მოთხოვნის შემცირებისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად აგრესიული ქმედებების შემთხვევაშიც კი, პლასტმასის წარმოება 40 წელზე ნაკლებ დროში  თითქმის გაორმაგდება. მიკროპლასტიკი პლანეტის ყველაზე შორეულ და მიუწვდომელ რეგიონებში, მათ შორის ანტარქტიდის ახალ დაცვენილ თოვლშიც არის აღმოჩენილი. ეს ნამსხვრევები ყოველწლიურად იწვევს მილიონზე მეტი ზღვის ფრინველის და 100000-ზე მეტი ზღვის ძუძუმწოვრის სიკვდილს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღითიდღე იზრდება  საერთაშორისო განგაში.

 

„პლასტიკური დაბინძურება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევაა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის და ზიანს აყენებს ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა OECD-ის ხელმძღვანელმა მათიას კორმანმა.

 


1950-იანი წლებიდან მოყოლებული, დაახლოებით 8,3 მილიარდი ტონა პლასტმასა იქნა წარმოებული, რომლის 60%-ზე მეტი ნაგავსაყრელებზე მოხვდა, დაიწვა ან პირდაპირ მდინარეებსა და ოკეანეებში ჩაიყარა. 2019 წელს დაახლოებით 460 მილიონი ტონა პლასტმასა გამოიყენეს, რაც გასულ ოც  წელთან შედარებით 2-ჯერ მეტია.

 

დღეს პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა გაორმაგებულია და 350 მილიონ ტონას აღემატება, მათგან კი  რეციკლირებული მხოლოდ 10%-ია .

 

მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, პლასტმასის გამოყენება დაახლოებით გაორმაგდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და სხვა განვითარებად  ქვეყნებში. OECD -  ის  ცნობით  ეკონომიკურ ზრდისა და მოსახლეობს გაფართოების გამო პლასტმასის წარმოების  ზრდა კვლავ  გაგრძელდება.


„კოორდინირებულ და ამბიციურ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია თითქმის აღმოფხვრას პლასტიკური დაბინძურება 2060 წლისთვის, მას ასევე შეუძლია შეამციროს სათბურის გაზების რაოდენობა, რომლებიც ატმოსფეროში ხვდება“, - ასკვნის მოხსენებაში.

 

ამჟამად, პირველადი პლასტმასის სრული სასიცოცხლო ციკლი - წარმოებიდან დაშლამდე - ხელს უწყობს დაახლოებით ორ მილიარდ ტონა CO2-ს ან მის ეკვივალენტი სხვა გაზების წარმოშობას. OECD მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიზნობრივი ქმედებების გარეშე ეს მაჩვენებელი 2060 წელს გაორმაგდება.

 

მიმდინარე წლის დასაწყისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ წამოიწყო პროცესი, იმისათვის, რომ შეემუშავებინა საერთაშორისოდ სავალდებულო ხელშეკრულება პლასტიკური დაბინძურების შეზღუდვის მიზნით.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up